ნავაგრაჰა

ნავაგრაჰა - სანსკრიტული წარმომავლობის მქონე სიტყვაა,სადაც  ”გრაჰა” – აღნიშნავს პლანეტას.იგი ინდურ ასტროლოგიასა და ასტრონომიაში წარმოადგენს ცხრა ციურ სხეულს.მასში წარმოდგენილია შემდეგი ხუთი პლანეტა – სატურნი,იუპიტერი,მერკური,ვენერა და მარსი.გარდა ამისა,დანარჩენ ოთხი ციურ სხეულს განაკუთვნებენ: მზეს,მთვარეს,რაჰუს (მთვარის ჩრდილოეთ კვანძი) და კეტუს (მთვარის სამხრეთი კვანძი).თავის მხრივ,რაჰუ და კეტუ არ წარმოადგენენ ციურ სხეულებს,თუმცა მათ ინდურ ასტროლოგიასა და ასტრონომიაში დიდი ფუნქციები აკისრიათ და სწორედ ამიტომ არიან ისინი წარმოდგენილი “ნავაგრაჰაში”.თითოეულ ნავაგრაჰს,თავისი პერსონიფიცირებული ფორმა გააჩნია ზეციური არსებების (ღვთაებების) სახით,რომელთაც თაყვანს სცემენ.ციური სხეულების უმთავრეს ღვთაებად მიჩნეულია – სურია (მზის ღმერთი ინდუიზმში),რომლის ირგვლივაც გახლავთ წარმოდგენილი დანარჩენი გრაჰები (პლანეტები).ვედური ასრტროლოგიის მიხედვით,თითოეულ გრაჰს გააჩნია განსაზღვრული ენერგია,რომელიც სპეციფიკურ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანთა გონებაზე.გრაჰის ენერგია,განსაკუთრებით აისახება ახლადდაბადებული ჩვილის აურაზე.დაბადების დღის,საათისა და წუთის ზუსტად დაფიქსირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესია მათთვის,რადგან ამ დროს ასტროლოგმა უნდა შესძლოს ახალდაბადებული ჩვილის ჰოროსკოპის შედგენა.პატარა ქაღალდზე წითელი მელნით აღინიშნება ჩვილის დაბადების მომენტში პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების ურთიერთგანლაგება და ასევე მასთან დაკავშირებული მოვლენები.ამის შესაბამისად კი,ჩვილის ბედს წინასწარმეტყველებენ და ანგარიშობენ ახალშობილის ცხოვრების იღბლიანსა და უიღბლო პერიოდებს.აღნიშნული ენერგეტიკული კავშირები კი ამა თუ იმ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე თან ახლავს.ისინი მიიჩნევენ,რომ თითოეული გრაჰის თაყვანისცემის შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებისეული ის ასპექტები გაუმჯობესდება,რომლებზეც გრაჰები აგებენ პასუხს.ინდოელები მიიჩნევენ,რომ ასტროლოგიური კალენდრები დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ცხოვრებაში.შესაბამისად,ისინი მას მთელი გულისყურთ ეკიდებიან.ინდოეთში უამრავი ტაძარი არსებობს,რომლებიც მიძღვნილი გახლავან “ნავაგრაჰებზე”.მათ შორის ყველაზე ცნობილი “ნავაგრაჰას” ტაძრები მდებარეობს ტამილ-ნადუში,ასამში,გუვაჰატსა და კუმბაკონამში.აღნიშნულ ტაძრებს კი,უამრავი მორწმუნე ინდუსი სტუმრობს. (ავტორი გენია.)