უილიამ შექსპირი – “სონეტი LXV”
დროებით შექმნილს დრო არაფერს დატოვებს არსად:
რაგინდ ზღვასა და რაგინდ ხმელეთს,ქვებს და ლითონებს,
თვით სიტურფესაც,უსასოო ყვავილთა მსგავსად,
წარმავალობის სამსჯავროსთან დაითითოვებს…
***
დრო აპრილშიაც შემოდგომის აღსასრულს ხედავს,
სიმწრის ალყაში ჩამოანგრევს ტკბობით ანაგებს,
რაგინდ კლდე იყოს და ფოლადის კვარცხლბეკი ედგას,
ძირს მოუთხრის და საარყოფნოდ გააჩანაგებს.
***
მიტომაც ფიქრით ვიხანგრძლივებ ყოფას ამაზრზენს,
დროის ზარდახშას მსურს მოვტაცო შენი მშვენება,
თუ შენი ყოფნით დრო საწუთროს გაილამაზებს,
შენი არ ყოფნით მის სიხარბეს რა ეშველება?
***
რადგან ამქვეყნად სხვა სასწაულს ვერაფერს ვპოვებ,
შენს ნათელ სახეს შავი მელნით ნაწერში ვტოვებ.