იცით თუ არა,რომ

1. 1140 წელს ვეინსბერგის აღების შემდეგ,საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კონრად III-მ დაპყრობილ ქალაქში მაცხოვრებელ ქალებს უფლება მისცა დანგრეული ქალაქიდან რასაც მოერეოდნენ და მოიწადინებდნენ უპრობლემოდ გაეტანათ და ამისათვის ჯარს სპეციალური კორიდორიც კი გააკეთებინა.კონრადი ვარაუდობდა,რომ ისინი მხოლოდ მატერიალურად ფასეულ ნივთებსა და საგნებს გაიტანდნენ,თუმცა გაოგნდა მას შემდეგ,რაც იხილა თუ როგორ გაიყვანეს განადგურებული ქალაქიდან ქალებმა ხელში აყვანილი ბრძოლაში დაჭრილი თუ გარდაცვლილი თანამოქალაქე მამაკაცების ცხედრები.კონრადს სიტყვა არ გაუტეხავს და აღფრთოვანებულმა ქალების ასეთი საქციელით,საოცარი “ტვირთით” დამძიმებულები თავისუფლად გაატარა.

2. ბაღდათის ხალიფა – შაჰრიაჰი,თავისი ცოლის შაჰრეზადას მოყოლილ ზღაპრებს 1001 ღამის განმავლობაში  უსმენდა.ამ ხნის მანძილზე,”სიკვდილის განაჩენის აღსრულების” მოლოდინში ქალმა,შაჰს 3 შვილი გაუჩინა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა შეწყალებული – შაჰრიაჰისაგან. (ავტორი გენია.ჯი)

3. გერმანიის იმპერიის დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს - ოტო ფონ ბისმარკს,თავის ცხოვრების განმავლობაშის 28-ჯერ მოუწია დუელში მონაწილეობა.

4. ანტიკურ ბერძნებს ღმერთებისაგან უმაღლეს ჯილდოდ – “ზომიერება” მიაჩნდათ.

5. გედების,ბატების და ბულბულების წყვილები ერთმანეთს არასოდეს ღალატობენ.

6. ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავის ქვაზე გამოსახულია წიგნი,რომელზეც წერია: “ვაი,ჭკუისაგან”.

7. პირველი ლითონის მონეტა ლიდიაში მოიჭრა,ძვ.წ.არ-ით VII საუკუნეში.

8. გენიალურ რუს მწერალს – თედორე დოსტოევსკის რამდენჯერმე მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა,თუმცა საბოლოოდ მხოლოდ კატორღით გადარჩა.

9. ევროპის თეოკრატიული სახელმწიფოს და კათოლიკური სამყაროს ცენტრიდან - ვატიკანიდან,ექსპორტზე მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქცია გადის. (ავტორი გენია.ჯი)

10. ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწის,რუსეთის წინააღმდეგ ომში კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაურის - იმამ შამილის,დედამ ერთ დღეს ქრთამი აიღო.აღნიშნული ფაქტი გასაჯაროვდა,რის გამოც მას სასჯელად 100 მათრახის დარტყმა მიესაჯა.5 მათრახის მიღების შემდეგ,შამილი დედას შეენაცვლა და დანარჩენი 95 მათრახი საკუთარ სხეულზე მიიღო.