ფრიდონ ხალვაში – “აღმართ-დაღმართი”

სანამ აღმართ-დაღმართ დავალ,

სანამ სიცოცლეზე ვმღერი,

სანამ მიხსენიებს ავად

ჩემი შეჩვეული მტერი.

***

სანამ საჩინონი ჩანან,

სანამ სიძულვილი გვებრძვის,

სანამ საშინელი ძალა

ყოფნას ემუქრება ცეცხლით.

***

სანამ ყველაფერი წავა,

სანამ მომიკვდება ლექსი,

ვამბობ საამბობელს მთავარს

და მას ვეღარაფრით შევცვლი.