“ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში”

“ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში” – წარმოადგენდა გენიალური ძველბერძენი მხატვრის,მოქანდაკისა და არქიტექტორის – ფიდიასის (ძვ.წ.აღ-ით 490-430 წლები) მიერ შექმნილ იმ საოცარ ანტიკურ ქრისოელეფანტურ ქანდაკებას,რომელიც ათასწლეულების შემდგომ – “მსოფლიოს შვიდ საოცრებათა” ნუსხაში იქნა შეტანილი.აქვე ჩემო მკითხველო,აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ერთადერთი ქმნილება გახლავთ “მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან”,რომელიც ევროპის კონტინენტზე მდებარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) ოლიმპია ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი გახლდათ ძველი საბერძნეთისა,რომელიც თავის მხრივ მდებარეობდა პელოპონესის ნახევარკუნძულზე.სწორედ აღნიშნულ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ.აღ-ით 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება,რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობითაც სარგებლობდა.აღნიშნული თამაშები კი,ზევსის საპატივცემულოდ იმართებოდა იმ თავიდანვე.ოლიმპიური თამაშების დროს საომარი მოქმედებები იკრძალებოდა,რადგან შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა უპრობლემოდ შესძლებოდათ.შესაბამისად,იგი ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებადაც მიიჩნეოდა.ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში ბერძნებმა გადაწყვიტეს ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის – “ზევსის ტაძარი და ქანდაკება”.ამისათვის კი დაიწყო შემოწირულობების შეგროვება.საკმარისი თანხის თავმოყრის შემგომ,ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს,ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ ძველბერძენ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს.ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ.აღ-ით  435 წელს დაასრულა.მანამდე კი,მთელი ტაძარი,საუკეთესო ხარისხის მარმარილოთი იქნა აგებული.იგი გარშემორტყმული იყო 34  კირქვის კოლონით,რომელთა თითოეული სიმაღლე 10,5 მეტრს აღწევდა,ხოლო სისქე 2 მეტრს.ტაძრის სრული სიგრძე 65 მეტრი გახლდათ,სიგანე კი 27 მეტრი.კედლებზე განთავსებული იყო ჰერაკლეს 12 გმირობის ამსახველი ბარელიეფი.ტაძრის კარიბჭეები,რომელთა სიმაღლე 10 მეტრს შეადგენდა,ბრინჯაოსაგან იყო მოხვეწილი.საბოლოო ჯამში ტაძრის აგებას და სრულყოფას 10 წელიწადი დასჭირდა.თუმცა გასათვალისწინებელია ის,რომ ზევსის ქანდაკება ტაძარში მოგვიანებით დაიდგა.აღნიშნული ქრისოელეფანტური ქანდაკების შექმნისათვის ფიდიასმა სპეციალური სახელოსნო ააგო ტაძრიდან 80 მეტრის მოშორებით.ფიდიასს ქანდაკების შექმნაში დახმარებას უწევდა მისივე მოსწავლე – კოლოტისი (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე).ზევსის სკულპტურაში 200 კილოგრამი ოქრო იქნა გამოყენებული.თუმცა ფიდიასი,ოქროზე მეტად მასში სპილოს ძვალს იყენებდა.გარდა ამისა,იგი დამშვენებული იქნა მრავალი ძვირფასი ქვით. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც ქანდაკება მზადდებოდა,სახელოსნოს სპეციალურად გამოყოფილი დაცვა იცავდა.ლეგენდის ტანახმად,როდესაც ფიდიასმა სამუსაო დაასრულა ქანდაკებასთან მდგომმა იკითხა: “კმაყოფილი ხარ ზევს?” პასუხად კი ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა,რაც ზევსის კმაყოფილების ნიშნად იქნა მიჩნეული. ძვ.წ.აღ-ით 435 წელს,ტაძარი საზეიმო ცერემონიების თანხლებით გაიხსნა.თავად ზევსი ოქროს ტახტზე მჯდომი იქნა გამოსახული.მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან.ქანდაკებას თავზე ედგა ოქროს დიდი გვირგვინი,ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი.ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი.მის სანახავად საბერძნეთის ყოველი კუთხიდან,ყველაზე გავლენიანი პირები ჩადიოდნენ.ძველი ბერძნები იმდენად აღფრთოვანებული იყვნენ საოცარი ქმნილებით,რომ უბედურად მიიჩნევდნენ იმ ადამიანს,რომელსაც არ ეხილა “ზევსის უნიკალური ქმნილება”  ოლიმპიაში.თავად ფიდიასის შესახებ,ცნობები მეტად მწირია.არის ვერსია,რომ ტაძრის აგების შემდგომ 3 წელიწადში,იგი დაკავებულ იქნა და ციხეშივე აღესრულა.მეორე ვერსიის თანახმად კი ზევსის ქანდაკების აღმართვიდან 7 წელიწადი იცოცხლა და დევნილობაში დალია სული.ზევსის ქანდაკება,დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით. I  საუკუნეში რომის პატივმოყვარე და დიქტატორმა იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა,ზევსის ოლიმპიური ქანდაკების რომში გადატანა.ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში.მაგრამ,ლეგენდის თანახმად,ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს,ხარხარი დაუწყია,რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა,რადგან მიიჩნია,რომ სპორტული შეჯიბრებები ეწინაღმდეგებოდნენ ქრისტიანულ მორალს და კანონებს.მიუხედავად ამისა,ინტერესი ზევსის ქანდაკებისადმი მაინც დიდი იყო. V საუკუნეში იგი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში,მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, სადაც ქანდაკება იდგა,ხანძარი გაუჩნდა,რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი გაანადგურა. დრამატულად წარიმართა ოლიმპიის ბედიც: VI საუკუნეში იქ დაფიქსირდა დიდი მიწისძვრა,რამაც ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად აქცია.ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა.ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს,სადაც აღმოჩენილ ერთ-ერთ დოქის ძირზე გაკეთებული იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”. “ზევსის ტაძარი ოლიმპიაში” დღევანდელ დღეს,მხოლოდ ჩრდილსღა წარმოადგენს თავისი პირვანდელი დიდებისა. (ავტორი გენია.ჯი)