მესტრიუს პლუტარქე
მესტრიუს პლუტარქე - დაიბადა დაახლოებით 56 წელს,ცენტრალური საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე ბეოტიის ადმინისტრაციული რეგიონის უძველეს ქალაქ – ქერონიაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ისტორიკოსს,ბიოგრაფს,მორალისტს,ფილოსოფოსსა და ესეისტს.მდიდარი მშობლების წყალობით,67 წლიდან პლუტარქეს – ფილოსოფიის,რიტორიკისა და მათემატიკის სწავლის შესაძლებლობა მიეცა ათენის აკადემიაში.მის ფილოსოფიურ ხედვებზე,განსაკუთრებული გავლენა იქონია პერიფათეტიკებმა (არისტოტელეს მიმდევრები) და სტოიციზმის ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,პლუტარქე თავს პლატონისტად განიხილავდა.მისი თანამედროვეები კი მესტრიუსს – “ელექტიკის” მიმდევრად მიიჩნევდნენ.ჯერ კიდევ ახალგაზრდა,ძმასთან ლამპრიუსთან და მასწავლებელთან ერთად ეწვია დელფოსს (საერთო რელიგიის ცენტრი ფოკიდაში),სადაც შემორჩენილი იყო აპოლონის კულტისადმი თაყვანისცემა.აღნიშნულმა მოგზაურობამ მის მსოფლმხედველობაზე და ლიტერატურულ მოღვაწეობაზე უდიდესი გავლენა იქონია.ათენიდან,მშობლიურ ქერონიაში დაბრუნების შემდეგ წარმატებით გაართვა თავი,ჩვენთვის უცნობ დავალებას აქაიას რომაულ პროვინციაში.რომის იმპერატორმა ტრაიანემ,რომელიც დიდ პატივს მიაგებდა მესტრიუსს,აქაელებს კატეგორიულად აუკრძალა,პლუტარქეს საქმის ყურში ჩაყენების გარეშე,მნიშვნელოვანი არაფერი გადაეწყვიტათ.ასეთივე დამოკიდებულება გააგრძელა მის მიმართ,რომის შემდგომმა იმპერატორმა – ადრიანემ.წერონიაში დაბრუნების შემდეგ,პლუტარქე მთელი თავისი ერთგულებით ემსახურებოდა მშობლიურ ქალაქს.იგი საკუთარ შვილებთან ერთად,სახლში,სხვა სწავლისადმი დაინტერესებულ ახალგაზრდებსაც იწვევა და ერთგვარად ჩამოაყალიბა კიდეც კერძო აკადემია.ბევრს მოგზაურობდა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში.მათ შორის ორჯერ იმყოფებოდა რომში.იტალიასი მოგზაურობისას,მესტრიუსმა რამდენიმე გავლენიანი მეგობარი შეიძინა,მათ შორის – სოსკიუს სენეციუ,ფუნდანუსი და ლუციუს ფლორუსი (გავლენიანი სენატორები),რომელთაც შემდგომ ნამუშევრებიც კი მიუძღვნა.მათივე დახმარებით პლუტარქემ რომის მოქალაქეობა მიიღო.მიუხედავად ამისა,თითქმის მთელი ცხოვრება მშობლიურ ქალაქ ქერონეაში გაატარა.50 წლის ასაკში ბერძნული ღმერთის – აპოლონის ქურუმი გახდა.თუმცა მისი მოვალეობანი,როგორც დელფოსის ორაკულის აპოლონის ორი ღვთისმსახურის ზედამხედველისა,მისგან დიდ დროს არ მოითხოვდა.სწორედ ამიტომ ასწრებდა იგი აქტიურ სოციალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.პლუტარქეს დაწერილი აქვს ტრაქტატების მთელი სერია – ბერძნული ქალაქების ყოფაცხოვრებაზე,ოჯახურ ურთიერთობებზე,მეგობრობაზე და რელიგიურ საკითხებზე.სამწუხაროდ,აღნიშნული ნაშრომებიდან ჩვენამდე მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოაღწია.პლუტარქესვე ეკუთვნის გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები.გარდა ამისა,ავტორია მთელი რიგი პედაგოგიკური ნაშრომებისა.პლუტარქეს ინტერესთა სფეროში შედიოდა ფსიქოლოგია და რელიგია,რასაც არაერთი ქმნილება მიუძღვნა.მესტრიუსის ნაშრომებში აღსანიშნავია - ძველბერძნული და ძველრომაული საკითხები,სადაც იგი განიხილავს იმ ხალხის სხვადასხვა წესჩვეულებების ჩამოყალიბების ისტორიას.მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი და ნიშვნელოვანი ნაშრომებისა,პლუტარქე მაინც,პოპულარული გახდა არა ეთიკური ნაწარმოებებით,არამედ ბიოგრაფიებით.ბიოგრაფიების წერისას,ის ხელმძღვანელობდა იმ პერიოდისათვის ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროებით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მისთვის მთავარი ისტორია კი არ იყო,არამედ ცნობილ ადამიანთა ზოგადი პორტეტები და მათი ფსიქოლოგია.აღნიშნულ ბიოგრაფიებს ჩვენთვის ძალიან დიდი ისტორიული ფასეულობა გააჩნია,რადგან იმ წყაროებიდან,რომლებითაც პლუტარქე სარგებლობდა,ჩვენამდე მხოლოდ ერთეულებმა მოაღწია.მიუხედავად იმისა,რომ ბიოგრაფიების წერით მესტრიუსი ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული,მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები – “პარალელური ბიოგრაფიები”.ეს არის სახელგანთქმული ბერძნების და რომაელების წყვილწყვილად შედარებული ბიოგრაფიები.მათ შორის ზოგიერთი გმირები ძალიან ზუსტად არიან დაწყვილებული,მაგალითად – თესევსი და რომოლუსი (რომის და ათენის დამაარსებლები); პირველი კანონმდებლები – ლიკურგოსი და ნუმა პომპილიუსი; უდიდესი მხედართმთავრები – ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი.ბიოგრაფიების შემდეგ,პლუტარქე წერდა შედარებით დახასიათებებს,მაგრამ ზოგიერთ წყვილს სრულყოფილი დახასიათება თან არ ახლდა.მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საზოგადო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიუძღვნა.მესტიუს პლუტარქე გარდაიცვალა 127 წელს,ფოკიდაში მდებარე ქალაქ დელფოში,სადაც მას უდიდეს პატივს მიაგებდნენ ამფიქტიონელები (ის ადგილობრივი მოსახლეობა,რომლებიც დელფოში მდებარე სიწმინდეების ახლოს ცხოვრობდნენ).იგი მაქსიმალურად ცდილობდა ხაზი გაესვა ბერძნული კულტურის მნიშვნელობისათვის.მისი ანტიკური ხანის ნაშრომები,განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბიზანტიის იმპერიაში. XV საუკუნიდან კი დაიწყო მესტრიუსის ნაშრომების ლათინურ ენაზე თარგმნა.შესაბამისად იგი გავრცელებულ იქნა ევროპის ბევრ ქვეყანაში და დიდი ინტერესიც გამოიწვია.მესტრიუს პლუტარქეს დიდებულ ნაშრომებს დრომ ვერაფერი დააკლო და იგი აქტუალურობას დღემდე არ ჰკარგავს. (ავტორი გენია.ჯი)