ლუიჯიანა “ჯინა” ლოლობრიჯიდა
ლუიჯიანა “ჯინა” ლოლობრიჯიდა – დაიბადა 1927 წლის 4 ივლისს,იტალიის დედაქალაქ რომთან ახლოს მდებარე სოფელ სუბისკოში.იგი გახლავთ დიდებული იტალიელი მსახიობი ქალი,იტალიური და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში.ჯინას გარდა ლოლობრიჯიდების ოჯახს კიდევ სამი ქალიშვილი – ჯულიანა,მარია და ფერნანდა ჰყავდა.ბავშვობა სოფელში გაატარა და იმთავითვე გატაცებული გახლდათ მუსიკის და ხატვის სიყვარულით.1945 წელს ლოლობრიჯიდების ოჯახი საცხოვრებლადრომის გარეუბანში გადავიდა.იქვე გამოიმუშავა მან პირველი ხელფასი,მაშინ როდესაც ქუჩაში შესრულებული სურათი გაყიდა.ცნობილია,რომ ადრეულ პერიოდებში,ჯინა რომის ქუჩებში ხატავდა კარიკარტურებსა და შარჟებს,რასაც შემდგომ ჰყიდდა.ამავე დროს,იგი თეატრალურ სასწავლებელში საოპერო მომღერლის კურსებს გადიოდა.მისი ბავშვობის ოცნება არა მსახიობობა,არამედ საოპერო მომღერლობა და მოქანდაკეობა გახლდათ.მოგვიანებით – დრამის,ფერწერისა და ქანდაკების ხელოვნებების შესწავლა რომის ხელოვნების აკადემიაში განაგრძო.ამავე პერიოდში,მისი “ღვთაებრივი” სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იტალიელ კინორეჟისორებს და მიწვეულ იქნა რამდენიმე კინოფილმში,თუმცა თავდაპირველად აღნიშნულ შემოთავაზებებზე უარს აცხადებდა. (ავტორი გენია.ჯი) ჯინას დედამ,შეიტყო რა,მისი ქალიშვილის კინოფილმებში მიწვევა,იგი დაარწმუნა,რომ აუცილებლად გამოეყენებინა ეს შანსი.1946 წლიდან დაიწყო ლოლობრიჯიდას “დიდებული” სამსახიობო კარიერა.ამავე წელს გადაღებულ იქნა რამდენიმე ეპიზოდურ როლებში.მათ შორის შემდეგ მხატვრულ ფილმებში – “შავი არწივი”,”ჯოვანი ეპისკოპოს დანაშაულებანი”,”ახალგაზრდა კარუზო” და სხვა.გარდა ამისა,ჯინა გარკვეული ხნის მანძილზე მოდელად მუშაობდა.1947 წელს მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში – “მის იტალია”,სადაც მესამე ადგილი დაიკავა პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს – ლუჩია ბოზემ და ჯიანა მარია კანალემ).აღნიშნული მოვლენის შემდეგ,კინოპროდიუსერების ყურადღება ჯინას მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.პირველი მთავარი როლი შეასრულა 1950 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში – ”ალინა”.1949 წელს იქორწინა იუგოსლაველ ექიმთან – მილკო სკოფიჩთან.1957 წელს,მასთან თანაცხოვრებაში შეეძინა ერთადერთი ვაჟი – მილკო (უმცროსი).19 წლიანი ქორწინების შემდეგ ჯინა და მისი მეუღლე ერთმანეთს დასცილდნენ.1979 წელს მიკლოში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.ჯინა მას შემდეგ აღარ დაქორწინებულა.1951 წელს გადაღებულ იქნა ფილმში – “ფრთხილად,ბანდიტებია!” პირველი საყოველთაო აღიარება კი მოიპოვა,დიდი ფრანგი კინორეჟისორის – კრისტიან ჟაკის მიერ 1952 წელს გადაღებული ფილმიდან – “ფან-ფან ტულპანი”.აღნიშნულმა ფილმმა “კანის და “ბერლინის კინოფესტივალების” მთავარი პრიზები მოიპოვა.კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ,კი კინომოყვარულებისათვის – ჯინა ლოლობრიჯიდა ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა.ფენომენალური წარმატების შემდეგ,ლოლობრიჯიდას სამსახიობო ნიჭით დაინტერესდნენ “ჰოლივუდში”.იგი 1953 წელს გადაღებულ იქნა,დიდი ამერიკელი კინორეჟისორის – კლაუდ კოუბიორნის მიერ გადაღებულ ფილმში – “ეშმაკზე გამარჯვებული”.მალევე ჯინა “მსოფლიოს ულამაზეს ქალად” აღიარეს. 1955 წელს გავლენიანმა ჟურნალმა – “თაიმსმა” ყდაზე დაბეჭდა ჯინას ფოტოსურათი და ის გახდა სექს–სიმბოლოდ მოიხსენია.1956 წელს გადაიღეს ფილმში – “ტრაპეცია”.მას შემდეგ იგი უამრავ ფილმში იქნა გადაღებული.თუმცა კიდევ ერთი უდიდესი წარმატება წინ ელოდა.ამავე წელს მიწვეულ იქნა,ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის – ჟან დელანუას მიერ,გენიალური ვიქტორ ჰიუგორ რომანის – “პარიზის ღვთისმშობლის ტაზრის”,რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში,სადაც ჯინამ ბრწყინვალედ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი გმირის – ესმერალდას კინოროლი.აღნიშნული როლი,მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო კინოსახედ იქცა.1960-იან წლებში,მონაწილეობას მხატვრულ ფილმებში,შედარებით ნაკლებად ინტენსიურად იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ საკითხის ირგვლივ,იგი ამბობდა,რომ ყოველი ახალი ფილმი,რომელშიც მას მონაწილეობას სთავაზობენ.ბევრად უკეტესი უნდა ყოფილიყო,ადრეულ გადაღებულ ფილმებზე.შესაბამისად,რომელ ფილსაც არ თვლიდა მათ საპირწონედ,არც თამაშობდა მასში.ასეთმა მიდგომამ 1970-იან წლებში,მისი “ვარსკვლავის” ჩაქრობა გამოიწვია.მიუხედავად ამისა,1973 წელს მონაწილეობა მიიღო მხატვრულ ფილმში – “სასიკვდილო ცოდვა”.ამავე პერიოდში დაკავდა ფოტოჟურნალისტიკით.იგი ავტორია 6 ფოტოალბომისა,მათ შორის – “ჩემი იტალიისა”.გადაიღო დოკუმენტური ფილმები – ინდირა განდისა და ფიდელ კასტროს შესახებ.ამასთანავე აქტიურად დაკავდა მარმარილოსაგან სკულპტურების შექმნითაც.1999 წელს წარუმატებლად ეცადა,იტალიის დემოკრატიული პარტიის კვოტით გასულიყო ევროპარლამენტში.ამავე პერიოდიდან თანამშრომლობს “იუნესკოსთან” და “უნისეფთან”.დღევანდელ დღეს ჯინა ლოლობრიჯიდა ცხოვრობს რომის მახლობლად მდებარე საკუთარ ვილაში,სადაც შვილიშვილის აღზრდითაა დაკავებული.მისი ვაჟი პროფესიით ეკონომისტია და შესანიშნავი ოჯახიც გააჩნია.ჯინამ გამოიარა ომის პერიოდი,რის შემდეგაც მიხვდა,თუ რა მნიშვნელოვანია ცხოვრების თითოეული წუთი.ჯინა ლოლობრიჯიდას სილამაზემ,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,რამდენიმე იტალიელი ჯარისკაცის სიცოცხლეც კი იხსნა.ომის დროს ერთმა ამერიკელმა ოფიცერმა ტყვეობიდან გაათავისუფლა მისი თანამემამულეები.მისი ეს საქციელი იმით ახსნა,რომ არ სურდა იტალიელების დაღუპვის შედეგად ისეთი ლამაზი ქალის თვალებზე ცრემლი ენახა,როგორიც – ჯინა ლოლობრიჯიდა იყო.არის ვერსია,რომ გენიალურმა ფრანგმა მსახიობმა ქალმა – მიშელ მერსიემ (რომელიც ცნობილია “ანჟელიკას” როლით) აღნიშნული ფილმის გადაღების წინ,პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა,იმის გამო,რომ უფრო მეტად მიმსგავსებოდა ჯინას.იმ ქალს,რომელიც იმ დროისათვის “მსოფლიოს სილამაზის ეტალონად” მიიჩნეოდა.მართალია თუ არა ეს ისტორია,არავინ იცის,თუმცა,ფაქტია,რომ ისინი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.ლუიჯიანა “ჯინა” ლოლობრიჯიდა გახლავთ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული,წარმატებული მსახიობი,ცნობილი ფოტოჟურნალისტი,მოქანდაკე,კოსმეტიკის კონსულტანტი,მფლობელი მრავალი კინოპრემიის (მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის მედლის).მასვე ეკუთვნის ერთი საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა:
“სიყვარული – საუკეთესო კოსმეტიკაა”.
ჯინა ლოლობრიჯიდამ,როგორც ულამაზესმა,ელეგანტურმა და უდიდესმა მსახიობმა ქალმა,სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო კინემატოგრაფიაში. (ავტორი გენია.ჯი)
ჯინა ლოლობრიჯიდა – ესმერალდას როლში