ილია ჭავჭავაძის “რჩევა” ქართველ სტუდენტებს…
“მე მესმის მთელი პატიოსნება და კეთილშობილება თქვენ მიერ მოწადინებულისა… მაგრამ რა ვქნათ? ბედმა იმისთანა დღეში ჩაგვაგდო,რომ ჩვენის სიკეთისაგან სხვისთვის ვერ გავწირავთ ვერარას,ყოველივე ჩვენი კეთილი ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და მისთვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ.ნუ მიწყენთ,რომ მოგახსენოთ ჩემით კი არა,ჩემისა და თქვენის ქვეყნის სახელითა: სასწავლებლად წასულხართ,ისწავლეთ,ცოდნა შეიძინეთ,ჯერ ხანად ნურც აქეთ გადიხევთ,ნურც იქით.მარტო სწავლა ცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და თქვენი სურვილნი და ამ ორის უძლიერესის ფარ-ხმლით მოდით და ეპატრონეთ თქვენდა მოსავს ქვეყანას,რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს-რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებასა.ქვეყანა იმით კი არ არის უბედური,რომ ღარიბია,არამედ იმითი,რომ მცოდნე,გონებაგახსნილი,გულ-განათლებული კაცები არა ჰყავს. (ავტორი გენია.ჯი) აი,თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად და სიძუნწეში ნურავინ ჩამომართმევს,რომ სხვისთვის არც ერთის თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ.თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი… თვალწინ მიდგა ჩვენი საწყალი ქვეყანა,უკაცურობით ღონემიხდილი და ჯანმიღებული.უთქვენობა რომ ძვირად არ უჯდებოდეს ჩვენს ქვეყანას,არ ამოგიფრთხობდით გულიდამ მაგ პატიოსანს გულთა-თქმას…