სტივენ პოლ ჯობსის შესახებ…
“არასოდეს ვფიქრობდი ფულზე.საშუალო შეძლების ოჯახში გავიზარდე და ყოველთვის ვიცოდი,არ ვიშიმშილებდი.Atari-ში გავიგე,რომ შემიძლია ვიყო კარგი ინჟინერი და ვიშოვო ლუკმაპურის ფული.უნივერსიტეტში სწავლისას და ინდოეთში მოგზაურობისას სრულიად შეგნებულად ვარჩიე ღარიბული ცხოვრება.უბრალოდ ვცხოვრობდი მაშინაც,ვიდრე მუშაობას დავიწყებდი და მერეც.ღარიბი ვიყავი,ეს მშვენიერი იყო,იმიტომ,რომ არ მიწევდა ფიქრი ფულზე.მერე გავმდიდრდი და ასევე არ ვფიქრობდი ფულზე. Apple-ში ვაკვირდებოდი კოლეგებს,რომლებიც გამდიდრდნენ და გადაწყვიტეს,ცხოვრების წესი შეეცვალათ.ვიღაც ყიდულობდა “როლს-როისს” და ვიღაც იშენებდა სასახლეს,ქირაობდა მოსამსახურეებს და უფროსობდა მათ.ასეთი ცხოვრება ნამდვილად არ მინდოდა! თავს მივეცი პირობა,რომ ფული არასოდეს არ გამაფუჭებდა!” (ავტორი გენია.ჯი)
***
13 წლის ასაკში ეკლესიას ვეწვიე,რა დროსაც ადგილობრივ პასტორს ვკითხე:
- თუ ავწევ თითს მაღლა,ღმერთმა ხომ უკვე იცის ეს მანამდე,ვიდრე ამას გავაკეთებ?
- რა თქმა უნდა,ღმერთმა ყველაფერი იცის, – მიპასუხა მან.
მაშინ ის ჟურნალი ვუჩვენე,სადაც შიმშილისაგან დაოსებული ბავშვები იყვნენ გამოსახული და ვკითხე:
- იცის კი ღმერთმა ამ მოშიმშილე ბავშვების თაობაზე?
პასტორისაგან დადებითი პასუხი მივიღე,რის შემდეგაც განვუცხადე,რომ არ მსურდა მეწამა ასეთი ღმერთი და ამის შემდეგ ეკლესიაში აღარასოდეს წავსულვარ. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სტივენ პოლ ჯობსი,ამ მოვლენის შემდეგ ძენ-ბუდიზმით დაკავდა და მეუღლესთანაც – ლორენ პაუელთან,სრული ბუდისტური წესით იქორწინა.რელიგიის შესახებ კი აცხადებდა:
“ჩემი აზრით,უმჯობესი იქნება,თუ რელიგია მოემსახურებოდა ჭეშმარიტების ძიებას და არა ადამიანებისათვის დოგმების თავსმოხვევას.ვფიქრობ,რომ ყველა რელიგია ერთი და იმავე სახლის სხვადასხვა კარია,ხანდახან მჯერა,რომ ეს სახლი არსებობს,ხანდახან კი – არა.ეს უდიდესი გამოცანაა”. (ავტორი გენია.ჯი)