“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. საკუთარი თავი რაც არ უნდა დაუნდობლად ლანძღო, სხვებს ამაში მაინც ვერ აჯობებ.
* * *
2. ქვეყნად უამრავი სხვისი ნერვებია, საკუთარი რომ დაზოგოთ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. თუ ყველაფერი სწორად გააკეთე, ეგ ჯერ კიდევ არ ნისნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
* * *
4. იდიოტურ რეკლამებს იდიოტები კი არა, იდიოტებისათვის აკეთებენ.
* * *
5. კანონის სიმკაცრე მისი დარღვევის წინაპირობაა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სულელების ქვეყანაში ჭკვიანი მეფობას არ მოინდომებს.
* * *
7. გაჩერება მხოლოდ ასვლისას შეიძლება, მაგრამ არა ვარდნისას.
* * *
8. იშვიათი მამაკაცი დაინტერესდება შიშველი ქალის ჭკუით.
* * *
9. თუ გარს გიჟები გახვევია, არ გაგიკვირდეს, რადგან ცენტრალური გიჟი თავად ხარ.
* * *
10. ვიდრე პირს გააღებდე თვალები გაახილე. (ავტორი გენია.ჯი)