“ჩვენი მაწანწალა მეგობრები”

აღნიშნული პოსტი მინდა მივუძღვნა იმ მეტად მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას,რომელიც საზოგადოებისათვის ძირითადად დაფარულია და შესაბამისად – “ტაბუ” ადევს.მე მინდა შევეხო იმ “მაწანწალა ძაღლების” საკითხს,რომელშიც თუკი ღრმად ჩავიხედებით,დავინახავთ იმას,თუ რაოდენ დაუნდობელი ვართ ადამიანები იმათ მიმართ,ვინც კაცთა მოდგმის ყველაზე ერთგული მეგობრები არიან ბუნებაში.აღნიშნული თემატიკა შესაძლოა შევადაროთ იმ გარინდულ ოკეანეს,რომლის ზედაპირის გადალახვის შემდგომაც შემოგვანათებს თვალჩაუდგამი სიღრმეები რეალობისა. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ ხშირად ვივიწყებთ,რომ ცხოვრების მძლავრ დინებაში ერთმანეთს ჰკვეთს სინათლისა და სიბნელის ის ნაკადები,რომლებიც იშვიათად,თუმცა მაინც გვაყენებს თვალხილული და ამაზრზენი სინამდვილის პირისპირ.ალბათ გასაკვირი არც არის მათი ბედით რომ არ ინტერესდება საზოგადოება,რადგან არ იცის თუ რა იმალება იმის უკან,რაც მხოლოდ ფასადურად ჩანს. და რა ჩანს ფასადზე? ის რომ უამრავი თავგაბეზრებული ადამიანი წიხლის კვრით იგერიებს სამათხოვროდ გამოსულ და შიშმშილისაგან დაოსებულ ბუნების ამ უნიკალურ ქმნილებებს.თუმცა ამის მიზეზი არა იმდენად თავგაბეზრებულ ადამიანებსა და სამადლო ლუკმის საშოვარზე გამოსული მაწანწალა ძაღლებშია,რამდენადაც მათდამი სახელმწიფოებრივ მიდგომებში.ფაქტია,როდესაც ადამიანებს თავიანთი ყოფა გასჭირვებიათ,ვერ დაავალდებულებ იმას,რომ ყველა მაწანწალა ძაღლი სახლში წაიყვანონ.სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შეიქმნას ისეთი სპეციალური დაწესებულებები,სადაც ისინიც დაცული იქნებიან და ადამიანებიც (ცოფისა და სხვა დაავადებებისგან).არსებობს კიდეც მსოფლიოში უამრავი ასეთი დაწესებულება.თუმცა საუბედუროდ,მათი უმრავლესობა შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “უპატრონო ძაღლების სასაკლაოები”.ასეთ დაწესებულებებში მათ წინააღმდეგ იყენებენ ყველა არაადიმიანურ მეთოდს: უმოწყალოდ უსწორდებიან ხელკეტებით,იარაღით და ელექტროშოკებით,რაც საბოლოოდ ბუნების ერთ-ერთი დიდებული შემადგენელი ნაწილის სიკვდილით სრულდება.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი – “მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი”, 1695 წელს გაჩნდა იაპონიის დედაქალაქ ედოში (თანამდეროვე ტოკიო).ამის ინიციატორი კი გახლდათ იაპონიის ფეოდალური მმართველი – ტოკუგავა ცუნაიოსი (1646-1709 წლები),რომელსაც ზედსახელად – “ინუკობოდ” ანუ “ძაღლების სიოგუნად” მოიხსენიებდნენ.აღნიშნულ დაწესებულებას 270 თანამშრომელი ჰყავდა,რომელთა მოვალეობებში შედიოდა ყველა იმ აუცილებელი პირობების შექმნა უპატრონო ძაღლებისათვის,რაც მათი არსებობისათვის იყო საჭირო.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ თავშესაფარში მყოფ ცხოველებს ყოველდღიურად უტარებდნენ “ლექციებს” კონფუციანისტურ ფილოსოფიასა და ზოგადად კონფუციანიზმზე.მათი კვების რაციონი ხშირ შემთხვევებში ჩინელი გლეხების კვების რაციონზე მრავალფეროვანიც კი გახლდათ,რაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა.მას შემდე,რაც ტოგუკავა გარდაიცვალა,გაუქმებულ იქნა ის ჰუმანური კანონები,რომლებიც “მაწანწალა ძაღლების” შესახებ მის სიცოცხლეში იქნა მიღებული. (ავტორი გენია.ჯი)

პირველი ძაღლების თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა XIX საუკუნეში. 1883 წელს ოჰაიოს შტატში შეიქმნა “დედაქალაქის ჰუმანური საზოგადოება”,რომელიც კოორდინაციას და კონტროლს უწევდა ადამიანების მიერ მაწანწალა ცხოველებისადმი არაჰუმანურ და არაადამიანურ მოპყრობას ამა თუ იმ თავშესაფრებში.დღესდღეობით ამერიკაში 3 500 თავშესაფარი არსებობს,რომლებშიც 3-დან 4 მილიონამდე მაწანწალა ძაღლი ბინადრობს.

დიდ ბრიტანეთში პირველი ასეთი თავშესაფრები აგებულ იქნა 1885 წელს,ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ – დუბლინში.თუმცა მისი თავდაპირველი დანიშნულება მათში უპატრონო კატების განთავსება გახლდათ.დღესდღეობით,თუკი დიდ ბრიტანეთში მაწანწალა ცხოველს შენიშნავენ,მათ -უმალვე  ”ცხოველთა დაცვის სამეფო  სზოგადოების” ბალანსზე მყოფ თავშესაფრებში ათავსებენ.ისევე,როგორც ამერიკაში,მათ დიდ ბრიტანეთშიც უტარდებათ ყველა ვეტერინალური შემოწმება და თუ ისინი განუკურნებელი დაავადებით არიან დაავადებულნი – კლავენ უმტკივნეულო მეთოდით (აძინებენ).

გარდა იმისა,რომ არსებობს ოფიციალური თავშესაფრები,ასევე გვხვდება ფარული,არაოფიციალური თავშესაფრებიც.მათ შორის ყველაზე მეტი ასეთი სახის დაწესებულება განთავსებულია – რუსეთში,უკრაინაში და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში.მათ უმეტესობაში ცხოველებს განსაკუთრებული სადიზმით ექცევიან,რაც დიდ აღშფოთებას იწვევს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ცხოველთა დაცვის საზოგადოებებში.

აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი თავშესაფრებიდან არაერთ ცნობილ ადამიანს გამოუყვანია ცხოველი.მათ შორის  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – ბარაკ ჰუსეინ ობამაც ვიგულისხმე,რომელმაც 2008 წელს სურვილი გამოთქვა საკუთარი ქალიშვილისათვის ძაღლი,სწორედ ასეთი თავშესაფრიდან გამოეყვანა.დიდმა ამერიკელმა დრამატურგმა და მსახიობმა ქალმა – ლიზა ედელშტეინმა კი – 3 უპატრონო ძაღლი და ერთი კატა აიყვანა,რომლებთან ერთადაც დღემდე ცხოვრობს.

აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე – რუმინეთში, 2011 წელს მიღებულ იქნა კანონი,რომლის თანახმადაც მაწანწალა ძაღლს,რომელიც გადაჰყავდათ დროებით თავშესაფარში,თუკი ორი კვირის განმავლობაში პატრონი არ გამოუჩნდებოდა – სიკვდილით ისჯებოდა.თუმცა,კანონის მიღებიდან ორიოდე თვის შემდე ,აღნიშნული კანონი სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო და იგი გააუქმა.

საქართველოში,ისევე როგორც სხვა უამრავ ქვეყანაში,აღნიშნული პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია,რის გამოც ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან.ეს კი ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ძალადობას,შიშს და უმეტეს შემთხვევაში ზიზღს იწვევს.აღნიშნულში კი დამნაშავე არ შეიძლება იყოს “მაწანწალა ძაღლი”,რომლისთვისაც ბუნებას და განგებას ისევე მიუნიჭებია სიცოცხლის უფლება,როგორც სხვა ცოცხალი არსებებისათვის დედამიწაზე.შეუძლებელია ცხოველმა დაუშავოს ადამიანს ისეთი რამ,რასაც ადამიანი დაუშავებს თავად ცხოველს.დავფიქრდეთ! ღირს კი ისეთი სიძულვილი გამოვიჩინოთ იმათ მიმართ,რომლებიც ჩვენი მოდგმის ყველაზე ერთგული მეგობრები არიან? ღირს კი ის რომ ისინი სასიკვდილოდ და საწამებლად გავიმეტოთ? ღირს კი ის რომ მათ მიმართ არ გამოვიჩინოთ თუნდაც მცირედი თანაგრძნობის მისხალი? დასაშვებია წიხლი ვუთავაზოთ ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს? თუმცა აქვე მახსენდება ერთი ბრძნული გამონათქვამი დაუნდობელი კაცთა მოდგმის შესახებ: “ძაღლმა რომ ენა ამოიდგას – ადამიანი უკანასკნელ მეგობარსაც დაჰკარგავსო!”

მუდამ გვახსოვდეს,რომ ისინი ჩვენი – “მაწანწალა მეგობრები არიან!” (ავტორი გენია.ჯი)