გივი ძნელაძე – “სიამაყე”
დაბადებამდე რომ ვერ გხედავდი_
ამაზე მწყდება ძალიან გული…
სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ_
ამაზე როგორ არ დამწყდეს გული!..
მე ვარ ქართველი,
შენ _ საქართველო!_
ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი;
ვარ შინაარსი შენი სახელის
და სიამაყე არ მინდა მეტი!