გორგოზავრი
გორგოზავრი – ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “საშინელ (მრისხანე) ხვლიკს”.იგი წარმოადგენდა დინოზავრს თეროპოდების მტაცებელი სახეობის,ქორდიანების ტიპისა,რომლებიც ბინადრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე “ცარცული სისტემის” პერიოდში,დაახლოებით 77-74 მილიონი წლის წინად.მათი ნაშთები თავდაპირველად აღმოჩენილ იქნა 1914 წელს,კანადაში მდებარე ალბერტას პროვინციაში (ასევე რედი რივერთან) და ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ შტატში – მონტანაში.როგორც სხვა,ბევრი ცნობილი ტირანოზავრიდები,ისინიც ორ ფეხზე მოსიარულე მტაცებლები იყვნენ.მათი წონა,ხშირ შემთხვევაში ერთ ტონას აღწევდა,ხოლო სიგრძე 9 მეტრს.გააჩნდათ ათეულობით ბასრი კბილი. (ავტორი გენია.ჯი) შეეძლოთ სწრაფი გადაადგილება,რაც მათ მსხვერპლის დაჭერაში დიდ დახმარებას უწევდა.თუმცა განუვითარებელი ჰქონდათ ზედა ორი კიდური.ძირითადად ნადირობდნენ უფრო მცირე ზომის ცხოველებზე და ფრინველებზე.იკვებებოდნენ ლეშითაც.მიუხედავად გორგოზავრების განსაკუთრებულად მტაცებლური ხასიათისა,ისინი იმ ტერიტორიებზე,სადაც ბინადრობდნენ,მაინც ვერ დომინირებდნენ,რადგან აღნიშნულ რეგიონებში სხვა უფრო დიდი ზომის დინოზავრებიც სახლობდნენ.მათ შორის – დასპლეთოზავრები,რომელთა წონა საშუალოდ 2,5 ტონას შეადგენდა,ხოლო სიგრძით 9 მეტრამდე იყვნენ.პალეანთოლოგები გორგოზავრებს მჭიდროდ აკავშირებენ ალბერტოზავრებთან,რადგან ისინი,მათ არა მარტო გარეგნული მაჩვენებლებით,არამედ ძვლებისა და კბილების აგებულებითაც კი მეტად ჩამოჰგავდნენ.ამ მიზეზთა გამო,ზოგიერთი მეცნიერი გორგოზავრს,ალბეტოზავრებთა სახეობის დინოზავრად მიიჩნევს.დღევანდელ დღემდე ბუნებაში,გორგოზავრის 20-მდე ნეშტი იქნა აღმოჩენილი,რამაც საკმაოდ კარგი საშუალება მისცა მეცნიერებს,მეტ-ნაკლები ინფორმაცია მოეპოვებინათ მასზე. (ავტორი გენია.ჯი)