“წმინდა პავლეს” შესახებ…

“წმინდა პავლე” -  (ერობაში გიოკო სტოიევიჩი),დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს,სოფელ კუცანცში.იგი წარმოადგენდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს და მოგვიანებით სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს,რომელმაც თავისი შეგნებული სიცოცხლე “უწმინდეს მართლმადიდებლურ რელიგიასა” და “განაწამებ სამშობლოს” მიუძღვნა.“წმინდა პავლეს” სრული საეკლესიო წოდება გახლდათ – “პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად–კარლოვალის მიტროპოლიტი,პატრიარქი სრულიად სერბეთისა”. (ავტორი გენია.ჯი) იგი განსაკუთრებული თავმდაბლობით გამორჩეული პატრიარქი იყო და ამას მისივე “უბრალოებით” ყოველდღიურად ამტკიცებდა.მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.გარდა ამისა,სასტიკი უარი განაცხადა სერბეთის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ყველა პრივილეგიაზე.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილი მრავალი საინტერესო ფაქტიდან ერთ-ერთს ჩემო მკითხველო აქვე შემოგთავაზებთ:

“მრევლმა როდესაც იხილა,რომ სერბეთის პატრიარქს,(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) დახეული ფეხსაცმელები ეცვა,ერთმანეთში მოილაპარაკა და გადაწყვიტა,რომ მისთვის ახალი ფეხსაცმელი ეყიდათ.თუმცა ვერცერთი მათგანი ამის თქმის უფლებას დიდი პატრიარქისთვის ვერ ბედავდა.მიუხედავად ამისა,მრევლმა პატრიარქს მაინც უყიდა ფეხსაცმელი,რის შემდეგაც აღმოჩინეს მრევლში ისეთი ადამიანი,რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პატრიარქისთვის შეეთავაზებინა ახალი ფეხსაცმელები.თუმცა იცოდა-რა პატრიარქის თავმდაბლობის შესახებ,საკმაოდ ორიგინალურად გაუკეთა მას ფეხსაცმელების შეთავაზების წინადადება: ერთ დღეს წირვის შემდეგ,აღნიშნული პიროვნება მივიდა პატრიარქთან და უთხრა:

- მამაო პავლე,გუშინ ხილვა მქონდა,რა დროსაც ღვთისმშობელმა მარიამმა მითხრა,რომ თქვენს პატრიარქს ფეხთ ჩააცვითო.

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი პატრიარქს ფეხსაცმელები გაუწოდა.გაოცებულმა პატრიარქმა მადლობა მოახსენა საჩუქრისათვის,თუმცაჰკითხა:

 - რომელ საათზე გამოგეცხადათ შვილო ჩემო – დედაღვთისა?

ასეთი უეცარი კითხვით დაბნეულმა,მცირეოდენი დუმილის შემდგომ ძლივს ამოილუღლუღა:

- ალბათ ღამის სამი საათი იქნებოდა,ჩემო პატრიარქო.

პავლემ გულითადად გაიღიმა და მიუგო:

- თქვენ წარმოიდგინეთ,მე ოთხ საათზე გამომეცხადა დედაღვთისა და მითხრა,რომ მისი საჩუქარი არ აიღოო.

შესაბამისად პატრიარქს საჩუქარი არ მიუღია,თუმცა დიდი მადლიერება გამოხატა მათ მიმართ,ვინც მისთვის ესოდენ იზრუნა.თუნდაც ამ მცირე ისტორიაში ჩანს მისი დიდებული ბუნების სრულყოფილება.იგი გახლდათ პატრიარქი სერბეთისა იმ პერიოდში,როდესაც მისი ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იქნა დაშლილი სხვადასხვა სახელმწიფოებად. (ავტორი გენია.ჯი)

კითხვაზე,თუ რატომ არ სარგებლობდა იგი იმ პრივილეგიებით რასაც მას სახელმწიფო სთავაზობდა,პასუხი ყოველთვის ასეთი ჰქონდა:

“მე ვცხოვრობ ისე,როგორც ჩემი დაშლილ-დანაწევრებული და ტკივილისაგან დაღალული სამშობლოო!” .

ასევე ცნობილია,რომ წმინდა პავლეს ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი სიტყვები:

“დედამიწაზე ჩვენ სამოთხეს ვერასოდეს დავამყარებთ,მაგრამ ვეცადოთ,რომ ჯოჯოხეთად მაინც არ ვაქციოთ იგი”.

სერბეთის “დიდებული პატრიარქი” – პავლე გარდაიცვალა 2009 წლის 15 ნოემბერს ბელგრადში.მალევე კი ის სერბულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. (ავტორი გენია.ჯი)

სერბეთის პატრიარქს – პავლეს,თავისმა ერმა უდიდესი პატივი მიაგო.მის დაკრძალვას ასი ათასობით სერბი დაესწრო.

სერბეთის პატრიარქს – პავლეს,მშობელი ერის უდიდესი სიყვარული თან გაჰყვა.

სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ეთხოვება “სერბეთის დიდ პატრიარქს”.