ადოლფ ჰიტლერი – “დეგენერატული ხელოვნების” შესახებ…
“კუბიზმს,დადაიზმს,იმპრესიონიზმს და სხვა ანალოგიურ ხელოვნებებს,არაფერი აქვთ საერთო გერმანელ ერთან.ეს ტერმინები,არც ძველია და არც ახალი.თუმცა,ისინი წარმოადგენენ იმ ადამიანების მიერ შექმნილ ხელოვნებას,რომელთაც ღმერთმა უარი უთხრა დაეჯილდოვებინა ჭეშმარიტი სამხატვრო ტალანტითა და ნიჭით.ამის სანაცვლად კი ისინი დააჯილდოვა სიცრუითა და ლაყბობის დახვეწილი თვისებებით… ამბობენ,რომ ამ მიმდინარეობების მხატვრები,სხვებისაგან განსხვავებულად ხედავენ და აღიქვამენ ხელოვნებას. (ავტორი გენია.ჯი) მე აქ ვიხილე რამდენიმე სპეციალურად გამოგზავნილი ნამუშევარი და შემიძლია ვაღიარო,რომ ზოგიერთი მათგანი,მართლაც ისეთი ადამიანების მიერ არის შექმნილი,რომლებიც სხვაგვარად ხედავენ ყოველივეს.ზოგიერთმა მათგანმა კი,საკუთარი თავი ჩვენს ერს წარმოუდგინა,როგორც დეგენერირებულმა კრეტინმა.რომელთათვისაც მდელოები – ცისფერია,ზეცა – მწვანე,ღრუბლები – გოგირდო-მოყვითალო და ასე შემდეგ. და როგორც თავად ამბობენ,ამას შინაგანად ხედავენ,განიცდიან და შეიგრძნობენ.მე არ მსურს ჩავერთო ამ დავაში,თუმცა შემიძლია გითხრათ გერმანელი ერის სახელით,რომ ასაკრძალია ის,რაც მათი ავადმყოფური შეხედულების მქონე შემოქმედებიდან იწვევს მნახველის მხედველობის მძაფრ აშლილობას.შესაბამისად ასეთი რანგის შემოქმედება,არ შეიძლება – ‘ხელოვნების” რანგში განვიხილოთ.ჩვენის მხრივ კი,აუცილებლად ვაწარმოებთ დაუნდობელ ბრძოლას,ასეთი ეგრეთ წოდებული ხელოვნების კულტურაში დანერგვისა და გაფართოების წინააღმდეგ.” (ავტორი გენია.ჯი)