რობერტ დუაიერის განცხადება თვითმკვლელობის წინ…

რობერტ დუაიერი (1939-1987 წლები) – წარმოადგენდა იმ ამერიკელ პოლიტიკოსსა და პენსილვანიის შტატის ხაზინადარს,რომელსაც სასამართლომ ბრალი დასდო კორუფციაში.მან სასამართლოს განაჩენის გამოცხადების წინ (რამდენიმე საათით ადრე),1987 წლის 22 იანვარს,ჟურნალისტებისათვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე სიცოცხლე,იარაღის გამოყენებით თვითმკვლელობით დაასრულა.ამ საშინელი აქტის ჩადენამდე კი,1986 წელს რობერტ დუაიერს ბრალი დაედო ერთ-ერთი კალიფორნიული ფირმისაგან ქრთამის აღებაში. (ავტორი გენია.ჯი) იგი,წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და ყოველივეს,მის “პოლიტიკურ დევნას” მიაწერდა.სანამ სასამართლო ვერდიქტს გამოიტანდა,მოიწვია პრეს-კონფერენცია,სადაც გააკეთა განცხადება მისი უდანაშაულობის შესახებ.იქვე აღნიშნა,რომ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებდა.რობერტ დუაიერის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

“მადლობას მოვახსენებ ყოვლადმოწყალე უფალს,იმისათვის,რომ 47 წლის ასაკში ასეთი გასაოცარი გამოცდის წინაშე აღმოვჩნდი; იმისათვის,რაც ბედნიერების წუთები განმაცდევინა; განსაკუთრებით კი იმისათვის,რომ შესანიშნავი ცოლი და შვილები მარგუნა.

დღეს ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა,რაღაც უხილავი მიზეზის შედეგად.ვინც კი მირეკავს,ან წერილს მწერს,ყველა აღშფოთებულია ჩემს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით.თუმცა ისინი უძლურები არიან,რაიმე დახმარება გამიწიონ.მათ შესანიშნავად უწყიან,რომ მე დამნაშავე არა ვარ და სურთ დახმარება აღმომიჩინონ.მაგრამ ამ სახელმწიფოში,მსოფლიოს ამ უდიდეს დემოკრატიაში,არ არსებობს არავინ,რომელიც ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებდა და ნამდვილ დამნაშავეს დასჯიდა.ზოგიერთმა იმათგანმა,რომლებიც ტელეფონზე მირეკავენ – “თანამედროვე იობ მრავალვნებულიც” კი მიწოდა (ბიბლიური პერსონაჟი.მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. – ავტორი გენია.ჯი).

მოსამართლე მიუირმა,შუასაუკუნეების დროინდელი,სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.მე მელოდება 55 წლიანი სასჯელი და 300 00 დოლარიანი ჯარიმა,მხოლოდ იმისათვის,რომ სრულიად უდანაშაულო ვარ.განსაკუთრებული თხოვნით მივმართავ ყველას,ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯერა,რომ გააგრძელონ ჩემი ოჯახის გვერდში დგომა და ილოცონ ჩემთვის.იბრძოლეთ იმისათვის,რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იზეიმოს ჭეშმარიტმა და სამართლიანმა მართლმსაჯულებამ.ეცადეთ,რომ შესძლოთ ჩემი სიმართლის დადგენა,რათა ჩემმა ოჯახმა და შთამომავლობამ არ ატაროს ჩემდამი უსამართლოდ გამოტანილი განაჩენის “შავი ლაქა”.

ამ ამაღელვებელი სიტყვების წარმოთქმისთანავე,რობერტ დუაიერმა ამოიღო სმიტ-ვესონის ფირმის იარაღი და პრეს-კონფერენციის გაოგნებულ დამსწრეებს მიმართა გასულიყვნენ ოთახიდან.მიუხედავად უამრავი ხვეწნა-მუდარისა,მას სუიციდის აქტი ვერავინ გადაათქმევინა და 1987 წლის 22 იანვრის დილას 11:31 წუთზე იარაღიდან გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.აღნიშნულმა ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.მოგვიანებით კი მას რამდენიმე მუსიკალურმა ჯგუფმა მუსიკალური კომპოზიციაც მიუძღვნა… (ავტორი გენია.ჯი)