ოთარ ჭილაძე – “სამშობლოს”

შენა ხარ ჩემი ჯილდოც,სასჯელიც,

გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ.

ჩემო ტანჯულო,ჩემო მტანჯველო,

დაუღალავო სამშობლოვ ჩემო.

***

შენთან ვარ,მაგრამ ,მაინც დაგეძებ,

როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე,

შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი…