იცით თუ არა,რომ
1. ინდოეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1950 წლამდე ფეხბურთს ფეხშიშველა თამაშობდა.
2. ისტორიკოსთა დასკვნებით,რომის ლეგენდარულ კოლიზეუმში,არსებობის მანძილზე 700 ათასი გლადიატორია დაღუპული.
3. გენიალურ მხატვარებს – ვინსენტ ვან გოგს,ეჟენ დე ლა კრუას,ედუარ მანესა და პოლ გოგენს,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს უმაღლესი სამხატვრო განათლება არ მიუღიათ. (ავტორი გენია.ჯი)
4. ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსისა და “მარქსიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებლის - ფრიდრიხ ენგელსის ნეშთი,მისი ანდერძის თანახმად,ჯერ დაწვეს და შემდეგ ფერფლი ზარბაზნით გაისროლეს.
5. “ნეიტრონული ატომური ბომბი” სპობს და ანადგურებს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს,ნაგებობები და ტექნიკა კი უვნებელი რჩება.
6. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკებს შორის,სატელეფონო კავშირი 19 წლის მანძილზე შეწყვეტილი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
7. საყოველთაოდ ცნობილ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს – სლობოდან მილოშევიჩს,რომელსაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედებოდა ბრალი – “ბალყარელ ყასაბად” მოიხსენიებდნენ.
8. 1931 წლიდან,საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იქნა აკრძალული ბიბლიის დაბეჭდვა და გავრცელება.
9. მსოფლიო ისტორიაში,ყველაზე ცნობილ მეკობრეებს – ფრენსის დრეიკს,რიჩარდ ჰაუკინს და ჰენრი მორგანს,”რაინდის” ტიტული ქონდათ ოფიციალურად მინიჭებული სახელმწიფოსგან. (ავტორი გენია.ჯი)
10. სამხრეთ ამერიკაში მდებარე,მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მდინარეს - მდინარე ამაზონს,სულ 500 შენაკადი აქვს.