ალიშერ ნავოი – “მეგობრობა”
ქვეყნად მეგობრობის ძებნით
უძილობას ვეწვიე:
ვპოვე – მცირე ნაკადულად,
თუმც – მდინარედ ვეძიე.
მეგობარი მეგობრისთვის
სასიკვდილოდ მზად არის -
მე ასეთი მეგობრობა
ვძებნე,მაგრამ სად არი?
უღალატო მეგობრობის
მწამდა გასხივოსნება,
სულ ამაოდ ვხარჯე წლები,
ო,საბრალო ოცნებავ!
კაცთან ვძებნე,ქაჯთან ვძებნე,
დევებს,ქაჯებს ვეწვიე,
გაიცინეთ – მგოსნის ხალათს,
გიჟის ხალათს ვეწვიე.
ვერც შეიხი,ვერც მეჩეთი,
მწედ ვერ მექნა ვერცერთი,
დუქნის ბიჭად დავდექი და
მივატოვე მეჩეთი…
ოჰ,ნავოი,ყველაფერი
წასულია ხელიდან:
მარტოობა არის შენი
ხვედრი ამიერიდან!