ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ცხედრის გატაცება…
ჟენევის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე,შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ვევეში,სადაც გარკვეული პერიოდის მანძილზე უცხოვრიათ ისეთ გენიოსებს,როგორებიც იყვნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო,თედორე დოსტოევსკი,გრემ გრინი,ნიკოლოზ გოგოლი და დევიდ ბოუი,1978 წლის 1 მარტის დილის 2 საათზე,დაფიქსირდა გამაოგნებელი და ამაზრზენი ფაქტი.კერძოდ,იმ დღეს ქალაქში მდებარე ერთ-ერთი პატარა სასაფლაოდან მოპარულ იქნა,იქვე ორიოდე თვით ადრე დაკრძალული გენიალური ინგლისელი კომედიური ჟანრის მსახიობის – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის (1889-1977 წლები) ცხედარი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა დაზიანებულ იქნა საფლავზე განთავსებული ხის ჯვარი.როდესაც ეს ინფორმაცია გაიგო ჩაპლინების ერთ-ერთმა მოსამსახურე ქალმა,შეშფოთერბულმა და გულმოკლულმა განაცხადა:
“ქალბატონი ჩაპლინი შოკშია.ჩვენ ამ წუთამდე ვერ გავიგეთ,როგორ შეიძლება ასე მოექცე იმ ადამიანის ცხედარს,რომელსაც კაცობრიობისათვის ესოდენ ბევრი რამ გაუკეთებია?”
თავდაპირველად,ვერც ინტერპოლმა და ვერც შვეიცარიის პოლიციამ ვერ დაადგინა ცხედრის გატაცების მოტივი,რადგან დრო გადიოდა და გამოსასყიდს არავინ ითხოვდა.ამიტომ აღნიშნულ აქტს,ერთ-ერთი ვერსიით,შაპლინის შემოქმედების ფანატების მიერ ჩადენილად განიხილავდნენ.რადგან ჩარლზის სურვილი იყო გარდაცვალების შემდგომ ინგლისის მიწას მიბარებოდა.სწორედ ამიტომ,მუსირებდა მოსაზრება,რომ მისი ცხედრის,ფარულად ინგლისში გადასვენება მოხდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ვერსია რელიგიურ მოტივთან იყო დაკავშირებული,რადგან საფლავზე ჯვარი იყო დაზიანებული.ჩარლზის ცხედრის მოპარვიდან,რამდენიმე კვირაში ჩაპლინების ოჯახში გაისმა სატელეფონო ზარი,რა დროსაც გამტაცებლებმა ჩარლზის ქვრივისაგან 400 000 ფუნტი-სტერლინგი მოითხოვეს ცხედრის დაბრუნების სანაცვლოდ.შოკირებულმა ჩარლზის მეუღლემ,ამ გამაოგნებელ შეთავაზებაზე უარი განაცხადა,რადგან ეს “ბოროტ ხუმრობად” მიიჩნია.გამტაცებლების შემდგომ ზარებს,ჩარლზის ქალიშვილი – ჯერალდინა პასუხობდა.მათ გამოსასყიდი თანხა 136 000 ფუნტ-სტერლინგამდე დასწიეს და ოჯახსაც დაემუქრნენ.მომდევნო ზარის დროს გამტაცებელმა,ჯერალდინას უთრა,რომ მისი მოთმინება იწურებოდა და უმჯობესი იქნებოდა დროულად მოეგვარებინათ ეს საკითხი.შვეიცარიის პოლიციამ,რომელიც ისმენდა აღნიშნულ სატელეფონო ზარებს,დაადგინა ზარების ავტორები და ისინი 1978 წლის 18 მაისს დაკავებულ იქნენ.ჩარლ სპენსერ ჩაპლინის ცხედრის გამტაცებელი გახლდათ ვინმე – რომან ვარდასი (პოლონელი) და განევი (ბულგარელი).დადგენილ იქნა,რომ გენიალური მსახიობის ცხედრის მოპარვა არ იყო დაკავშირებული არანაირ რელიგიურ და პოლიტიკურ მოტივებთან.გარდა ამისა დადგენილ იქნა ჩარლზის ცხედრის ადგილმდებარეობაც (ჟენევის ტბის სიახლოვეს ჰყავდათ დასაფლავებული).მოტივი,ამ ამაზრზენი ფაქტისა ერთადერთი იყო: თანხის გამოძალვა ჩაპლინების ოჯახისათვის.საქმის პროკურორი ჟან-გაბრიელ ტენტორეი ბრალდებულებისათვის 7 წლიან სასჯელს ითხოვდა,თუმცა სასამართლომ ვარდასს,როგორც ორგანიზატორს ოთხწელნახევრიანი სასჯელი,ხოლო განევს,როგორც თანამონაწილეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.1978 წლის 23 მაისს,ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ცხედარი ისევ იქ დაკრძალეს,სადაც თავიდანვე იყო მისი განსასვენებელი.თუმცა,ანალოგიური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად,გენიალური მსახიობის საფლავი ერთი მეტრისა და ოთხმოცი სანტიმეტრის მქონე სიმაღლის ბეტონით დაფარეს. (ავტორი გენია.ჯი)