“მსოფლიოს დამანგრეველი მადლი”

1894 წელს,ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში “Donauzeitung”-ში გამოქვეყნდა მცირე მოცულობის მქონე სტატია,სადაც აღნიშნული იყო,რომ გაყინული მდინარე ინიდან (დუნაის შენაკადი),ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა ამოიყვანა ის ოთხი წლის ბავშვი,რომელიც გაყინულ მდინარეში იხრჩობოდა.შესაბამისად,იმ კეთილშობილმა კაცმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ბავშვს (რომელმაც შემდგომ,მსოფლიოს სისხლის ცრემლები ადინა).აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა 1894 წლის იანვარის თვეში,ქვემო ბავარიაში მდებარე ქალაქ პასაუში.მას შემდეგ თითქმის საუკუნე იყო გასული,როდესაც 1980 წელს,გერმანელმა სასულიერო პირმა – მაქს ტრემელმა,ოფიციალურად განაცხადა,რომ მისმა წინაპარმა – იოჰან კიუბერგერმა,1894 წელს სიცოცხლე შეუნარჩუნა იმ ოთხი წლის ბავშვს,რომლის სახელიც გახლდათ –  ადოლფ შილკგრუბერი (ჰიტლერი). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ იოჰანიც იმ პერიოდში ასაკით პატარა იყო,ამას მისთვის ხელი არ შეუშლია დახმარებოდა განსაცდელში ჩავარდნილ პატარას.თავის მხრივ,იოჰანი შვილი გახლდათ იმ ოჯახისა,სადაც დროებით ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერის ოჯახი.ათწლეულების გასვლის შემდგომ,ჰიტლერი თავის გენერლებთან ხშირად იხსენებდა თუ როგორ უყვარდა მდინარის პირას თამაში ბავშვებთან ერთად.თუმცა მას არასოდეს არ უხსენებია აღნიშნული ისტორია.მიუხედავად ამისა,პასაუში ეს ისტორია არავის დავიწყებია და ყველას ახსოვდა.მიზეზი,თუ რატომ მალავდა ფიურერი ამ ფაქტს,არავინ იცის.იოჰან კიუბერგერის მიერ 4 წლის ადოლფის გადარჩენას კი დღემდე – “მსოფლიოს დამანგრეველი მადლი” ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი)