ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი – “ეპიზოდი”
“რკინის კანცლერად” შერაცხული,ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე და გერმანიის იმპერიის ფუძემდებელი – ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი (1815-1898 წლები),გერმანიის იმპერიას ოცი წელი განაგებდა.ამ პერიოდში სხვა უამრავ რეფორმასთან ერთად გადაწყვიტა გაეტარებინა საპენსიო რეფორმაც.მან დაწერა კანონი პენსიონერების დაზღვევის შესახებ,რის შემდეგაც გერმანულ საზოგადოებას ოფიციალურად ამცნო,რომ მის ქვეყანაში მაცხოვრებელი ნებისმიერი 60 წლის (და ზემოთ) ასაკის მქონე ადამიანი,სახელმწიფოსაგან მიიღებდა სრულ სადაზღვევო პაკეტს.აღნიშნული კანონის ინიცირებაზე,”რკინის კანცლერს” დასცინეს და ეს თემა ერთგვარად იქცა ქილიკის საგნად გერმანიაში.მიზეზი ასეთი დამოკიდებულებისა ბისმარკის საპენსიო ნორმის შემოღებასთან,გახლდათ ის,რომ იმ პერიოდში 60 წლის ასაკამდე,მოსახლეობის უმცირესი ნაწილი აღწევდა.შესაბამისად,მოქილიკეების აზრით “პენსიონერების სადაზღვევო პაკეტის” შემოღება ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. (ავტორი გენია.ჯი)