ძველრომაული თეატრი – “ეპიზოდი”
ძველრომაულ პუბლიკას გლადიატორთა სისხლიანი სცენების ყურება არა მარტო კოლიზეუმში იტაცებდა,არამედ ანალოგიური სისხლიანი სცენების ნახვა თეატრებშიც კი იზიდავდა.თუკი სპექტაკლის წარმოდგენისას სცენაზე,როლის მიხედვით ამა თუ იმ მსახიობს სიკვდილი მოუწევდა,მას ბოლო მომენტში ცვლიდნენ იმ ადამიანით,რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.იმისათვის რომ სცენისათვის მეტი დრამატიზმი შეეძინათ,სიკვდილმისჯილს სცენაზევე,დამსწრე საზოგადოების თვალწინ ისეთივე მეთოდით კლავდნენ,როგორც ეს პიესის მიხედვით იყო განსაზღვრული.შესაბამისად,ძველრომაულ თეატრებში,ერთი პერიოდის მანძილზე,ნამდვილი სისხლიანი დრამები იდგმებოდა.რაც კიდევ უფრო იზიდავდა სპექტაკლებზე დამსწრე პუბლიკას და იმ დროინდელი თეატრები,ერთგვარად წარმოადგენდა “თეატრალურ სასაკლაოებს” ძველ რომში. (ავტორი გენია.ჯი)