“დამიბრუნეთ ჩემი ველოსიპედი!”
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,ნიდერლანდების ოკუპაციის შემდგომ,გერმანელმა სამხედროებმა მასიურად დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ველოსიპედების ჩამორთმევა,რომლებიც თავის მხრივ საკმაოდ მრავლად იყო ევროპის ამ ულამაზეს ქვეყანაში.მიზეზი კი ამისა გახლდათ ის,რომ ნიდერლანდელთათვის შეეზღუდათ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.გერმანელთათვის ცნობილი იყო,რომ ველოსიპედების მეშვეობით ისინი პარტიზანებს აწვდიდნენ აუცილებელ პროდუქტებს და მათივე მეშვეობით ჰქონდათ კიდეც ერთმანეთთან კონტაქტი ნიდერლანდელ მოსახლეობასა და პარტიზანებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული საქმისათვის კი ველოსიპედი მეტად მოსახერხებელი და პრაქტიკული გადასაადგილებელი საშუალება გახლდათ.გერმანელები,ნიდერლანდელებისათვის ჩამორთმეულ ველოსიპედებს ან ანადგურებდნენ,ან კიდევ თავად იტოვებდნენ და გამოიყენებდნენ.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მიუხედავად ათწლეულების გასვლისა,გერმანიისა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩისას (სადაც არ უნდა ჩატარდეს იგი),ნიდერლანდელი გულშემატკივარი სტადიონზე დღემდე მღერის სიმღერას,რომელსაც ეწოდება – “Ik wil mijn fierst terug”,რაც ქართული თარგმანით აღნიშნავს – “დამიბრუნეთ ჩემი ველოსიპედი!” (ავტორი გენია.ჯი)