ვულკანების შესახებ…

სიტყვა – ვულკანი წარმოიშვა რომაული მითოლოგიის ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველი ღმერთის – ვულკანუსისაგან.სულ დედამიწაზე 1500-მდე პოტენციურად აქტიური ვულკანი არსებობს,მათ შორის ყველაზე დიდია ჰავაიზე მდებარე – “მაუნა-ლოა”.მისი სრული ფართობი 80 000  კუბური კილომეტრია.ზოგადად,ჰავაიზე არსებულ ხუთ ვულკანს შორის მხოლოდ ორი გახლავთ აქტიური – “მაუნა კეა” და “კილაუეა”.საერთო ჯამში  ვულკანების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე 2000 ერთეულს აღწევს.აღნიშნულ რაოდენობაში,მოცემულია როგორც მიწისზედა,ასევე წყალქვეშა ვულკანებიც.აქვე აღსანიშნავია,რომ ეს ციფრი არასრულყოფილია,რადგან ადამიანმა ჯერ-ჯერობით წყალქვეშა ვულკანების ზუსტი რაოდენობა ვერ დაადგინა.ვულკანები,როგორც წესი წარმოიქმნებიან სეისმურად და ტექტონიკურად აქტიურ რეგიონებში.აფეთქების სიძლიერის მიხედვით იგი სულ სამი სახისაა:

1. შედარებით მშვიდი;

2. ძლიერი;

3. ძალიან ძლიერი.

ვულკანის ამოფრქვევამ შესაძლოა კატასტროფული შედეგები,არა მარტო იმ რეგიონისათვის გამოიწვიოს,სადაც იგი დაფიქსირდა,არამედ მსოფლიოს სხვა წერტილში მდებარე რეგიონებისთვისაც და ამის არაერთი მაგალითია ისტორიაში.ერთ-ერთი თვალნათელი ფაქტი აღნიშნულისა გახლავთ ინდონეზიაში 1883 წელს – კრაკატუს ვულკანის უდიდესი ძალის ამოფრქვევა,რომელმაც ამერიკასა და კანადაში – “წელიწადი ზაფხულის გარეშეც” კი გამოიწვია.მეცნიერებმა დაადგინეს რომ ამ სტიქიას დედამიწაზე ბოლო ხუთასი წლის მანძილზე ორასი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.არსებობს დადასტურებული ცნობები იმის შესახებ,რომ ვულკანი არა მხოლოდ დედამიწაზე,არამედ სხვა პლანეტებზეც არის წარმოდგენილი.კერძოდ – მთვარეზე,მარსზე და ვენერაზე.აღნიშნულ პლანეტებს შორის ყველაზე დიდი ვულკანი პლანეტა მარსზეა,რომლის სიმაღლე  სამჯერ აღემატება დედამიწაზე არსებულ ვულკანების სიმაღლეს.აქვე ჩემო მკითხველო შემოგთავაზებს ზოგად სტატისტიკას ვულკანებისა:

1. ერთადერთი ვულკანური ქვა,რომელიც წყალში არ იძირება,გახლავთ – პემზა (ფოროვანი,ღრუბლოვა-დაჩვრეტილი მინისებრი ვულკანური ქანი).

2. დღესდღეობით მოქმედ ვულკანთა შორის ყველაზე ხანდაზმული,იტალიაში მდებარე ვულკანი “ეტნაა”,რომლის ასაკი 350,000 წელიწადია.

3. ყველაზე მაღალი ვულკანი მსოფლიოში,ჩილეში მდებარე ვულკანი – “ოხოს-დელ-სალადოა”,რომელიც ზღვის დონიდან 6900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

4. ყველაზე გავრცელებული სახე ლავისა- “ბაზალტია”.იგი 1150-2000 გრადუს ტემპერატურაზე ამოიფრქვევა მიწიდან.

5. გასულ ათწლეულში დედამიწაზე ახალი 70-მდე ახალი ვულკანი წარმოიშვა,თუმცა 160-მდე ვულკანმა არსებობა შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)

6. ყველაზე ხმაურიანი და ძლიერი ამოფრქვევა ვულკანისა,დაფიქსირდა ინდონეზიაში 1883 წელს,როდესაც ამოიფრქვა ვულკანი – “კრაკატაუ”.მისი ამოფრქვევის ხმა 5000 კილომეტრზე ისმოდა,ხოლო სიმძლავრე ამ ვულკანისა 20,000-ჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბი.

7. პლანეტა მარსზე არსებობს ვულკანი – ნიკს ოლიმპიკი,რომლის სიმაღლე 20 კილომეტრია.

8. ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა ინდონეზიაში მდებარე – ტამბორას ვულკანის ამოფრქვევას 1815 წელს.აღნიშნულმა მოვლენამ გამოიწვია ცუნამი,რასაც საბოლოო ჯამში 100 000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

9. ყველაზე მეტი რაოდენობა ისტორიულად აქტიური ვულკანებისა ინდონეზიაში მდებარეობს.მათი რაოდენობა 76 ერთეულს შეადგენს.

10. 1991 წელს წელს ფილიპინებში მდებარე – პინატუბოს ვულკანის უდიდესმა ამოფრქვევამ,ჩვენს პლანეტაზე 0,5 გრადუს-ცელსიუსით ტემპერატურის დაგდება გამოიწვია.

11. ვულკანებს,მეცნიერთა დასკვნის თანახმად,თავისუფლად ძალუძთ – ევოლუციის დაჩქარების გამოწვევა დედამიწაზე.

12. სალვადორის ტერიტორიაზე მდებარე – ისალკოს ვულკანი,ბოლო 200 წლის მანძილზე 12 მილიონჯერ ამოიფრქვა.იგი საშუალოდს ყოველ 8 წუთში ერთხელ ამოიფრქვევა. (ავტორი გენია.ჯი)