სალვადორ დალის “შედევრის მოპარვა”…
ამერიკის შეერთებული შტატების კუნძულ რიკერსზე (ნიუ-იორკის ერთ-ერთი რაიონი) მდებარე – “რიკერს აილენდის” ციხის სასადილოში,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,1965 წლის თებერვალში გამოიფინა გენიალური ესპანელი მხატვრის,ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკის (1904-1989 წლები) დიდებული შედევრი-ტილო (ორიგინალი) - “ჯვარცმული ქრისტე”.აღნიშნული სურათი,დიდმა სურეალისტმა მხატვარმა დახატა იმ პატიმრებისადმი ბოდიშის მოხდის მიზნით,რომლებიც სალვადორ დალის ციხეში ელოდნენ,ხელოვნებისადმი მიძღვნილი ლექციის ჩასატარებლად. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აღნიშნული ლექციის ჩატარება მხატვრის მოუცლელობის გამო ვერ შედგა.ამ ფაქტმა კი,სალვადორ დალი მეტად უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო,მითუმეტეს მაშინ,როდესაც თავად იყო შეპირებული ლექციის ჩატარებას.სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა ავტორმა მათთვის შეექმნა სურათი და მათთვისვე ციხეში გაეგზავნა საჩუქრად,იმ წერილთან ერთად,რომელშიც ბოდიშს უხდიდა პატიმრებს და განუმარტავდა მიზეზს ციხეში მიუსვლელობისა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მხატვარმა სურათზე გააკეთა შემდეგი წარწერა: “სახსოვრად კუნძულ რიკერსის ხმაურიან მობინადრეებს!”.აღნიშნული შედევრი-ტილო,ციხის ადმინისტრაციამ პატიმრების სასადილო დარბაზში გამოფინა.თუმცა ადმინისტრაციამვე 16 წლის შემდეგ,1981 წელს უსაფრთხოების მიზნით იგი სასადილოს კედლიდან ჩამოხსნა და იმ ჰოლში გადაიტანა,სადაც მათი აზრით ბევრად უფრო დაცული იქნებოდა (ტილო 250 000 $-ად იყო შეფასეფული).ტილოს ირგვლივ საინტერესო მოვლენები 2003 წლის თებერვლიდან განვითარდა,რადგან ამ დროს სურათის ორიგინალი მოპარულ და შეცვლილ იქნა ყალბი ვერსიით.მალევე დადგენილ იქნა ის ფაქტი,რომ სალვადორ დალის მიერ შექმნილი – “ჯვარცმული ქრისტე” არ გახლდათ ორიგინალი და დაიწყო გამოძიება.2003 წლის 2 მარტს,ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება ციხიდან ტილოს გაუჩინარების შესახებ.აქვე ისიც გასათვალისწინებელია,რომ 1 მეტრი სიმაღლისა და 1,5 მეტრი სიგანის მქონე ტილო მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.საჯელთაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამ ინციდენტის შესახებ განაცხადა: “რაიკერს-აილენდის ციხე,არ გახლავთ ალკატრასი და სინგ-სინგის ციხეები,თუმცა ისიც საკმაოდ კარგად დაცული დაწესებულებაა.რის გამოც,კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება”.ამ საქმეში ეჭვმიტანილებად იმთავითვე გამოირიცხნენ მსჯავრდებული პატიმრები,რადგან ტილო ისეთ ადგილას იყო წარმოდგენილი,სადაც მათ ელემენტარულად მიახლოების საშუალებაც კი არ ჰქონდათ.შესაბამისად ეჭვი აღიძრა ციხის თანამშრომლებზე.ძიება საქმის ირგვლივ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა,რადგან კვალი გამქრალი ტილოსი,არსად ჩანდა.მოგვიანებით,გამოძიებამ “რიკერს-აილენდის ციხის” ოთხი თანამშრომელი,მათ შორის ორგანიზატორი – მიტჩელ ჰოჰაუზერი დააკავა.საქმის მწარმოებელმა პროკურორმა რობერტ ჯონსოსნმა ოთხივეს ბრალი დასდო ქურდობაში.მათგან სამმა დანაშაული აღიარა,ერთი კი გაამართლეს.თუმცა რაც ყველაზე საინტერესოა,დანაშაულის აღიარების მიუხედავათ სურათს ვერ მიაგნეს და იგი დღემდე დაკარგულად ითვლება,რადგან როგორც ბრალდებულებმა საკუთარ ჩვენებებში აღნიშნეს,ტილოს ირგვლივ ატეხილი დიდი აჟიოტაჟის გამო იგი მოიცილეს და დაწვეს… (ავტორი გენია.ჯი)