იონიის თეატრის ისტორიიდან…

მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ უძველეს რეგიონში – იონიაში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია),განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ბრძოლაში დაინვალიდებულ თანამემამულეებს.ადრეულ ეპოქებში,როგორც ძველ რომსა და ძველ საბერძნეთში,ისევე იონიაშიც,თეატრებში წარმოდგენებზე დასწრება დიდ პატივად და პრესტიჟად მიიჩნეოდა ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანისათვის. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ თეატრის სპექტაკლებზე,პატივისცემის ნიშნად ხშირად იწვევდნენ ბრძოლებში დაინვალიდებულ თანამემამულეებს.იონიის თეატრებში,მათთვის სპეციალურად გამოყოფილი იყო საპატიო ადგილები.წარმოდგენის დასრულების შემდეგ,ცხადია რომ ცალხელა ადამიანი ტაშს ვერ დაუკრავდა.ამიტომ მათ წინ იონიელებს ჩამუხლული ჰყავდათ სპეციალურად ამ საქმისათვის შერჩეული თავგადაპარსული ან მელოტი მონები.ცალხელა მებრძოლები კი,”ტაშს” აღნიშნული მონების მოშიშვლებულ თავებზე ცალი ხელის ცემით უკრავდნენ. (ავტორი გენია.ჯი)