ფარიდ ად-ინ ატარი – “ეპიზოდი”
ფარიდ ად-ინ ატარი (1145-1221 წლები) – ნამდვილი სახელი – აბუ ჰამიდ მუჰამად იბნ აბი ბაკრ იბრაჰიმი,წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს სპარს სუფისტ პოეტს,რომელიც ავტორი გახლდათ მრავალი პოემისა და ლექსისა.მათგან ყველაზე პოპულარულად დღემდე “ფრინველების საუბარი” მიიჩნევა.გარდა იმისა,რომ ფარიდ ად-ინი დიდი პოეტი იყო,გამოირჩეოდა საკმაოდ ღრმა ფილოსოფიური ხედვებითაც. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ როდესაც ჩინგიზ-ყაენის ურდოებმა,მისი მხედართმთავრის ტულოუს მეთაურობით სპარსეთის ქალაქი ნიშაპურა აიღეო,უკვე ასაკში შესული მოხუცი – ატარი ტყვედ იქნა აყვანილი.ერთ-ერთმა მონღოლმა,იმ მებრძოლს,რომელმაც იგი ტყვედ აიყვანა მიმართა წინადადებით,რომ არ მოეკლათ ფარიდ ად-ინი და მის გამოსყიდვაში 1000 ვერცხლის მონეტას გადაუხდიდა.აღნიშნულმა შეთავაზებამ პოეტის “მეპატრონე” დიდად მოხიბლა,თუმცა ამ წინადადების მოსმენის შემდგომ ატარმა მას მიმართა,რომ ცოტა მოეცადა და შესაძლოა მისთვის კიდევ უფრო დიდი თანხა შეეთავაზებინა ვისმე.მეპატრონემ გაითვალისწინა ყოველივე და უარი განაცხადა 1000 ვერცხლის აღებაზე,იმ მიზნით,რომ მასში კიდევ უფრო დიდ თანხას აიღებდა.მაგრამ ატარის მყიდველი მას შემდეგ მხოლოდ ერთადერთი მონღოლი აღმოჩნდა,რომელმაც მოხუცში მხოლოდ ერთადერთი ვერცხლი შესთავაზა მის ბატონს.ამ წინადადების მოსმენის შემდგომ ატარმა “მეპატრონეს” მიმართა:
- ჩემო ბატონო,მიეცი მას ჩემი თავი ერთ ვერცხლად,რადგან რომ იცოდე მეტის ფასი მე მართლაც არ ვღირვარ.
ამ წინადადებით განრისხებულმა მონღოლმა მეპატრონემ კი დიდი სპარსი პოეტი ადგილზევე მოკლა. (ავტორი გენია.ჯი)