“დამაკვირდი”
1. „არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებულ ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ მეგობრებო, ის მართლა ტირის”. – ოტია იოსელიანი
* * *
2. „როდესაც პეტრემ პავლეზე დამიწყო ლაპარაკი, ის უფრო გავიგე, ვინ იყო პეტრე, ვიდრე – პავლე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „საცოდაობაა, როცა ადამიანს არც იმდენი ჭკუა აქვს, კარგად ილაპარაკოს და არც იმდენი გონიერება, რომ ენას კბილი დააჭიროს”. – ჟან დე ლა ბრუიერი
* * *
4. „იშვიათად აღწევს ადამიანი წარმატებას ისეთ საქმეში, რომლის კეთებაც მას სიამოვნებას არ ანიჭებს”. – დეილი კარნეგი
* * *
5. „ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე – თუ რას ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვისთან ვმეგობრობთ და რისკენ მივისწრაფვით”.
* * *
6. „ყველაზე ნაკლებად სხვებს იმ შეცდომას არ ვპატიობთ, რომელთაც თავად ვუშვებთ ცხოვრებაში”. – ჯოვანი ბოკაჩო
* * *
7. „მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები”. – კონფუცი
* * *
8. „შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად”. – იოანე ოქროპირი
* * *
9. „თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთი მთავრდება, იწყება ყვირილი”. – ლეონარდო და ვინჩი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „წიგნებს ისეთივე მტრები ჰყავთ, როგორიც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და საკუთარი შინაარსი”. – პოლ ვალერი