ძიან ცინის შესახებ…
ძიან ცინი (1914-1991 წლები) – წარმოადგენდა ჩინელ მსახიობ ქალს, რომელიც 1938 წელს დაქორწინდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელსა და „მაოიზმის” უმთავრეს თეორიტიკოსზე – მაო ძედუნზე.აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებაში. ამასთანავე უდიდესი როლი ითამაშა ჩინეთში განხორციელებულ „კულტურულ რევოლუციაში”, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) მაოს გარდაცვალების შემდომ, 1976 წელს მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც „ოთხეულის ბანდის” სახელით მოიხსენიებენ დღემდე. აღნიშნული სასამართლო პროცესი „საჩვენებელი” ხასიათის მატარებელი გახლდათ და შესაბამისად, უდიდესი ინტერესის საგანსაც წარმოადგენდა. ცინს ბრალი დაედო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ მარშალთან და მაო ძედუნის „მარჯვენა ხელთან” – ლინ ბიაოსთან ერთად კონტრრევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაში, რის გამოც სიკვდილით დასჯა შეეფარდა. სასამართლოს განაჩენით შეძრულმა ქალმა სხდომაზე ისტერიულად შეჰკივლა: „მე წარმოვადგენდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მაო ძედუნის ძაღლს და ვკბენდი მათ, ვის კბენასაც ის მთხოვდაო”.
მოგვიანებით, ძიან ცინს სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. 1991 წელს კი იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (ყელის კიბო ჰქონდა) განთავისუფლებულ იქნა საპატიმროდან. თუმცა იმავე წლის 14 მაისს ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოში განუზომელი ძალაუფლების მპყრობელმა ქალმა საავადმყოფოს პალატაში ყველასაგან მიტოვებულმა და გარიყულმა, სიცოცხლე თვითმკვლელობთ დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო)… (ავტორი გენია.ჯი)