იცით თუ არა,რომ

1. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ,ნიუ იორკის სატელეფონო წიგნში,ოცდაორი – ჰიტლერის გვარი იყო დაფიქსირებული.ხოლო ომის დასრულების შემდეგ კი – არცერთი,რადგან ასეთი გვარის მქონე ყველა ოჯახმა გვარი გამოიცვალა.

2. პირველი ებრაელი,რომელმაც ამერიკის მიწაზე ფეხი დაადგა 1654 წელს,გახლდათ – იაკობ ბარსიმსონი.

3. ისლამის საწყისი კალენდარი – 622 წლის 16 ივლისიდან იწყება.

4. 1966 წლის 13 აგვისტოდან ერთ-ერთ აფრიკულ სახელმწიფოში – ტუნისში,ოფიციალურად აიკრძალა მინი-კაბის ჩაცმა.

5. კანადაში 1793 წელს მიიღეს კანონი,მონების შესახებ სადაც ეწერა რომ – 1793  წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები,25 წლის ასაკიდან,ოფიციალურად თავისუფლდებოდნენ მონობისაგან. (ავტორი გენია.ჯი)

6. 2003 წელს ტიბეტში,ჩატარდა სილამაზის კონკურსი,სადაც განაცხადი შეიტანა ოცამდე გოგონამ.თუმცა კონკურსზე მხოლოდ ერთი გამოცხადდა და იგი გახლდათ ოცი წლის – ცერინგ კი.ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება,რომ ტიბეტის “მის ტიტულის” წოდება ცერინგ კისათვის გადაეცათ  და ორი ათასი დოლარითაც დაეჯილდოვებინათ.

7. დოლარი – ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ვალუტად 1785 წლის 6 ივლის შემოიღეს.

8. საფრანგეთის ულამაზეს დედაქალაქში – პარიზში,თავისუფლების სიმბოლოსადმი მიძღვნილი,ოთხი ქანდაკებაა აღმართული.

9.  ნატურმორტი ქართულად – “მკვდარ ბუნებას” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი)

10. მდიდარი ძველრომაელები ჭამის შემდეგ,იმ მონას,რომელიც სპეციალურად ამ საქმისათვის ჰყავდათ აყვანილი,საკვებით დასვრილ ხელებს თმებზე აწმენდნენ.