რევაზ გაბაშვილის შესახებ…
დიდი ქართველი მწერალი ქალის ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი - რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (1882-1969 წლები),ისეთივე დიდი ქართველი მამულიშვილი იყო,როგორიც სხვა მისი უამრავი წინაპარი.იგი საქართველოს დიდი მოყვარული და მის წინაშე ვალის პირნათლად მომხდელი კაცი გახლდათ.რუსეთის აგრესიას,ქართველ პატრიოტებთან და გმირ იუნკერებთან ერთად სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოლა.საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა,სადაც მისი ამბოხი სული მოსვენებას ვერ პოულობდა.მიუხედავად ამისა,მას სამშობლოს ხილვა აღარ ღირსებია.რევაზ გაბაშვილი უცხო ქვეყანაში – საფრანგეთში აღესრულა 1969 წლის 14 მარტს,86 წლის ასაკში,რის შემდეგაც დაკრძალულ იქნა პარიზში მდებარე ბანიოს სასაფლაოზე. (ავტორი გენია.ჯი) ჟურნალ “კავკასიონში”,ფსევდონიმით – “ძველმა მეგობარმა” ,რევაზ გაბაშვილის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ სტატიაში დაწერა:
“რევაზ გაბაშვილისათვის – საქართველო იყო არა ეტაპი რომელიმე ლოზუნგის განხორციელებისა,არა საცდელი მინდორი,არამედ საერთაშორისო კულტურულ-პოლიტიკური თვითღირებულება.მან სულ სამჯერ იტირა ცხოვრებაში: პირველი სიხარულის ტირილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამო,მეორე,სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგად გამოწვეული წუხილი და მესამეც,უცხოეთის მიწაში ჩაწოლის ახლო მოლოდინი,რადგან გრძნობდა,რომ სიკვდილის შემდეგაც კი ვერ ეღირსებოდა ქართული მიწის გულზე დაყრას.უფალმა გვიცხონოს ქართველებს მისი სული და გვიმრავლოს ასეთი ღირსეული საქართველოს შვილები!” (ავტორი გენია.ჯი)