დიორდ დოჟას წამება…
1514 წელს,აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში – უნგრეთში,ანტიფეოდალური გლეხთა აჯანყება იქნა დაწყებული თურქთა და უნგრელი დიდგვაროვნების წინააღმდეგ.აღნიშნულ ისტორიულ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა დიდი უნგრელი მამულიშვილი – დიორდ დოჟა.ერთ-ერთი ბრძოლის დროს იგი მძიმედ დაიჭრა მტრისაგან,რის შემდეგაც სამთავრობო ჯარების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი,სხვა თანამებრძოლებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,წამების უსაშინელესი მეთოდით.როგორც საყოველთაოდ ცნობილია,ადამიანის “ფანტაზიას” (მითუმეტეს წამებაში) საზღვარი არა აქვს.1514 წლის 20 ივლისს,განხორციელდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინელესი და უპრეცენდენტო მეთოდით ადამიანის სიკვდილით დასჯა.დიორდ დოჟა დასვეს,სპეციალურად მის საწამებლად შექმნილ მეტალისაგან დამზადებულ ბასრი მახვილების მქონე იმ სკამზე,რომელიც ჯალათებმა წინასწარ საგულდაგულო ცეცხლით გაახურეს.შესაბამისად მისი სხეული ეტაპობრივად იწვებოდა,რის გამოც იგი განუზომელი ტკივილისაგან იტანჯებოდა.თუმცა კიდევ უფრო დიდი და გამაოგნებელი წამება წინ ელოდა.თავზე დაადგეს გავარვარებული რკინის გვირგვინი,როგორც ცინიკური სიმბოლო გლეხთა “მეფისა”.ყოველივე ამას,სხვა უამრავ ადამიანთან ერთად თვალს ადევნებინებდნენ დოჟას ტყვე თანამებრძოლებს.რომლებსაც წამების დაწყებიდან მალევე,უბრძანეს,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი წამებულისათვის ის ხორცი აეთალათ და შეეჭამათ,რომელიც მას უკვე “შემწვარი” ჰქონდა,გავარვარებული რკინის სკამის შედეგად.მიუხედავად იმისა,რომ დოჟას თანამებრძოლებმა ამ უსაძაგლეს პროცედურაზე უარი განაცხადეს,ჯალათებმა მათ იგი იძულების წესით მაინც შეაჭამეს.ყოველივე ამის შემდგომ კი გარდაცვლილი დიორდ დოჟას სხედარი,ნაწილ-ნაწილ იქნა აკუწული… (ავტორი გენია.ჯი)
დიორდ დოჟა