ლისიდე
ლისიდე - წარმოადგენდა ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს,სწავლულსა და მოსწავლეს გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და მისტიკოსის – პითაგორასი.წარმოშვებით ლისიდე ძველბერძნული ქალაქ-სახელმწიფო ტარანტოდან იყო,რომელიც დღეს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს.ახალგაზრდობაში იგი პითაგორას ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნეოდა.პითაგორა კი იმ პერიოდისათვის უკვე საკმაოდ ხანში შესული გახლდათ.ანტიკური ხანის ცნობილი ფილოსოფოსი და ნეოპლატონიკი – იამვლიქე გადმოგვცემდა იმ მეთოდებს,რომლითაც პითაგორა ლისიდეს ხელშეკრულების დადებას და მათ შენარჩუნებას შეასწავლიდა.იამვლიქე ასევე გვაწვდის საინტერესო ფაქტს ლისიდეს შესახებ,რაც მისი პიროვნების შესახებ ნათელ სურათს გვიხატავს.კერძოდ: როდესაც იგი ჰერას ტაძრიდან გამოვიდა,სრულიად შემთხვევით გადაეყარა მის პითაგორელ მეგობარს,რომელიც იმ დროს ტაძარში შედიოდა.მან ლისიდეს სთხოვა,რომ დალოდებოდა მანამ,სანამ ის ტაძრიდან გამოვიდოდა. (ავტორი გენია.ჯი) ლისიდე იქვე ქვაზე ჩამოჯდა და მეგობარს დიდსულოვნად დაელოდა.მეგობარს კი ლისიდე რომ უცდიდა გადაავიწყდა და ტაძარი სხვა კარიდან დატოვა.მიუხედავად დიდი ხნის ლოდინისა,ლისიდეს აზრად არ მოსვლია წასვლა და მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ელოდა მას ტაძართან.საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდგომ მეგობარს გაახსენდა ლისიდე და ტაძრისაკენ სასწრაფოდ გაემართა.ადგილზე მისულს ერთგული მეგობარი იქვე დახვდა,სადაც დატოვა.მან ლისიდეს მოუბოდიშა გამოჩენილი უყურადღებობის გამო.დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა კი მეგობარს დიდსულოვნად შეუნდო.აღსანიშნავია,რომ ლისიდე ერთ-ერთი ცოცხლად გადარჩენილი ფილოსოფოსი იყო,იმათ შორის,რომლებიც “პითაგორას სკოლის” განადგურებას გადაურჩნენ.ეს ის პერიოდია,როდესაც პითაგორელებზე სერიოზული დევნა იყო დაწყებული.ამ მიზეზის გამო,იგი დევნილად იქცა და თავი აქაიას ოლქს (საბერძნეთის ნომი – ასე უწოდებდნენ ძველბერძნულ მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულებს) შეაფარა.მოგვიანებით კი თებეში გადავიდა.სიცოცხლის ბოლო წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი.მისი ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული მოსწავლე გახლდათ,(შემდგომში) დიდი თებელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე – ეპამინონდე.მას თებეში ადგილობრივები დიდ პატივს მიაგებდნენ,როგორც შესანიშნავ ფილოსოფოსს,პედაგოგსა და ზოგადად,კარგ ადამიანს.ლისიდე ტარანტოელი,ამავე ქალაქში გარდაიცვალა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 400 წელს,რის შემდეგაც დიდი პატივით იქნა დაკრძალული.მის შესახებ არა ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა შემოგვინახა ცნობები.დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული დიოგენე ლაერტი შენიშნავდა: “ბევრ ისეთ საკითხს,რომლის ავტორობასაც პითაგორას მიაწერენ,სინამდვილეში ეკუთვნის პითაგორელ ლისიდე ტარანტოელს”.იგი მრავალი შემდგომი თაობების ფილოსოფოსთათვის ერთ-ერთ სამაგალითო ფილოსოფოსს და პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)