ბერთოლდ შვარცი
ბერთოლდ შვარცი - დაიბადა,დაახლოებით XIII საუკუნის დასასრულს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში (სხვა ვერსიით დორტმუნდში) და მოღვაწეობდა XIV საუკუნეში.იგი წარმოადგენდა დიდ გერმანელ ქიმიკოსს და ფრანცისკანელ ბერს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველი დენთის შექმნა ევროპის კონტინენტზე.შვარცი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქიმიის მეცნიერებაში და სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაკავებული იყო კიდეც “ჯადოქრობის” ბრალდებით.მიუხედავად მისი პატიმრობისა,ბერთოლდმა სწორედ ციხეში ყოფნისას შექმნა დენთი და როგორც თავად აცხადებდა,სრულიად შემთხვევით.მისი ნამდვილი სახელი კონსტანტინე ანკლიტცენი გახლდათ.ბერთოლდი,მას ბერობაში უწოდეს,ხოლო გვარად – შვარცი თავისი ქიმიისადმი დამოკიდებულებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთი წყაროს ცნობის თანახმად ბერთოლდი სასულიერო-სამონაზვნო ცხოვრებას მაინცში ეწეოდა,სხვა ვერსიით ნიურნბერგში.”დენთის” აღმოჩენა კი ერთი ვერსიით კიოლნის ციხეში,ხოლო მეორე ვერსიით ქალაქ გოსლარის ციხეში ყოფნის პერიოდს უკავშირდება და იგი თარიღდება 1330 წლით (შესაძლოა 1313 და არაუმეტეს 1359 წლებით).გარდა ამისა,არის მოსაზრებები,რომ “დენთი” ევროპაში ბერთოლდ შვარცის შექმნამდე არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამ ვერსიებისა მისი სახელი დღემდე ასოცირდება ევროპის კონტინენტზე პირველი “დენთის” შემქმნელთან.მის მშობლიურ ქალაქ ფრაიბურგში კი 1853 წელს აღიმართა – ბერთოლდ შვარცის ძეგლი,როგორც დიდი ქიმიკოსის და ევროპაში პირველი “დენთის” გამომგონებლისა.