“ფალიბილიზმი”
“ფალიბილიზმი” - (ლათინურ ენაზე fallible აღნიშნავს – ექვემდებარება შეცდომებს,ცდომილებებს).იგი გახლავთ მიმდინარეობა პოსტპოზიტივიზმისა,რომლის თანახმადაც ნებისმიერი სამეცნიერო ცოდნა,პრინციპიალურად არ შეიძლება იყოს საბოლოო ჭეშმარიტება.შესაბამისად იგი წარმოადგენს “შუალედურ ინტერპრეტაციას” ჭეშმარიტებისა,რაც თავისთავში გულისხმობს შემდგომ ჩანაცვლებას უკეთესი და უფრო სანდო ინტერპრეტაციით.ფილოსოფოსთა საკმაოდ დიდი ნაწილისათვის მეცნიერება არ წარმოადგენს აბსოლუტურად უეჭველ ცოდნას. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ მას ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ უბრალო ვარაუდს წარმოადგენს.გარდა ამისა ცნობილია,რომ “თეორიები” კი არ მტკიცდება,ანუ უცვლელ ჭეშმარიტებათა სამყაროს კი არ ერთვის,არამედ უბრალოდ დასტურდება,ანუ დროებით არაფალსირებადი ხდება.ყოველივე ეს კი ნიშნავს,რომ:
1. ჩვენი ცოდნა შინაგანად პრობლემატურია და მეცნიერებას დადებითი თვისებების სახით აქვს შეცდომისაკენ მიდრეკილება და თვითშესწორადობა (იგივე “ფალიბილიზმი”);
2. ჭეშმარიტების ფლობა ადამიანის კომპეტენციაში არ შედის,მას მხოლოდ ჭესმარიტების დაუსრულებელი ძისება შეუძლია.შესაბამისად მეცნიერების მიზანი ჭეშმარიტება კი არ არის,რომელიც წმინდა მარეგულირებელ იდეად რჩება სულ უფრო სარწმუნოდ,ანუ სამყაროს ამოუწურავი აღწერილობის იდეალთან სულ უფრო ახლოს მიახლოებულ თეორიამდე მიღწევა.
“ფაბილიზმის” ცნება შემუშავებულ იქნა ამერიკელი ფილოსოფოსის – ჩარლზ სანდერს პირსის (1839-1914 წლები) მიერ,რომელიც შემდეგ განავრცეს ისეთმა დიდმა ფილოსოფოსებმა როგორებიც იყვნენ: კარლ პოპერი და უილარდ ვან ორმან კუაინმა. (ავტორი გენია.ჯი)