უილიამ ჰოლმან ჰანტი – “სიკვდილის აჩრდილი”
“სიკვდილის აჩრდილი” – წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვრის - უილიამ ჰოლმან ჰანტის (1827-1910 წლები),მიერ 1870-1873 წლებში ზეთის საღებავით შესრულებულ გენიალურ სურათს.ტილოს სიმაღლე 64,2 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 57,5 სანტიმეტრი.სურათის სიუჟეტზე გამოსახულია – უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმ პერიოდში,როდესაც იგი ხუროდ მუშაობდა.თუ სურათს კარგად დავუკვირდებით,აღმოვაჩენთ ისეთ აჩრდილს,რომელიც “ჯვარცმას” მოგვაგონებს, და სწორედ აქედანვე წარმოიშვა კიდეც ტილოს სახელწოდებაც.ისოს თავს ზემოთ გამოსახული ერთ-ერთი ფანჯრის ფონი სიმბოლიზირდება მის სიწმინდესთან (წმინდა გვირგვინთან).ჰანტმა აღნიშნული ეპიზოდი აიღო გამოჩენილი ინგლისელი მწერლის – ტომას კარლეილის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან. (ავტორი გენია.ჯი) კარლეილს მანამდეც (1852 წელს) წარუდგინეს ჰანტის ადრეულ წლებში დახატული ანალოგიური სიუჟეტის მატარებელი ტილო,თუმცა იგი არ მოეწონა,მკაცრად გააკრიტიკა და “პაპისტური” უწოდა,რადგან იესო “სამეფო სამოსით” იყო გამოსახული.აღნიშნული კრიტიკა დიდმა მხატვარმა გაითვალისწინა და სურათზე – ქრისტე უბრალო სამოსით გამოსახა.მიუხედავად ამისა,სურათს კრიტიკოსები მაინც მოევლინენე.მათ შორის იყო ცნობილი ინგლისელი კრიტიკოსი – ფრენსის კილვერტი,რომელმაც 1874 წელს,სურათის ხილვის შემდეგ ასეთი სახის განცხადება გააკეთა:
“ძალიან ვწუხვარ,რომ ჰანტის ამ სურათის სანახავად ჩამოვედი,რადგან ეს ჩემი მხრიდან ფულის უაზროდ ხარჯვა გამოვიდა.აღნიშნული სურათი სრული საძაგლობაა და იმედი მაქვს,რომ მას მეორედ აღარასოდეს ვიხილავ”.
მიუხედავად მისი კრიტიკისა,უილიამ ჰოლმან ჰანტსს მის მიერ შექმნილმა შედევრმა-ტილომ მაინც უდიდესი წარმატება მოუტანა.მოგვიანებით,მრავალმა ცნობილმა მხატვარმა დახატა დიდი ინგლისელი მხატვრის მიერ შესრულებული სურათის ასლი.აღსანიშნავია რომ ანალოგიური თემატიკის მქონე ტილო 1850 წელს დახატა ასევე დიდმა ინგლისელმა მხატვარმა – ჯონ ევერეტ მილემ და მას სახელწოდებად – “ქრისტე ხის სახელოსნოში” შეურჩია. 1873 წელს უილიამ ჰოლმან ჰანტის სურათი – “სიკვდილის აჩრდილი”,ავტორის მიერვე საჩუქრად გადაეცა მანჩესტერში მდებარე ხელოვნების ეროვნულ გალერეას,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)