“ხმელეთის ათი ყველაზე სწრაფი ცხოველი”

1. გეპარდი - კატისებრთა ოჯახის ის მტაცებელია,რომელიც დედამიწის ხმელეთის ყველაზე სწრაფ ცხოველადაა აღიარებული დღემდე.ისინი გავრცელებული არიან აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზე.მისი წონა 60 კილოგრამამდეა და ძალუძს,მაქსიმალურად საათში 120 კილომეტრი-სისწრაფის განვითარება,რაც ესოდენ უწყობს მას ხელს,მსხვერპლის ხელში ჩაგდებაზე.თუმცა ცნობილია,რომ აღნიშნულ სისწრაფეს იგი დიდხანს ვერ ინარჩუნებს და მალე იღლება.სამაგიეროდ შეუძლია რამოდენიმე წუთის მანძილზე 80-90 კილომეტრ-საათის სისწრაფის შენარჩუნება. (ავტორი გენია.ჯი)

2. ანტილოპა - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ჯგუფის ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველია.ჩვენი პლანეტის ულამაზეს ბუნებაში მათი მრავალი სახეობაა გავრცელებული.შესაბამისად მათი გარეგნობა და ზომები სხვადასხვაგვარია.თუმცა ისინი ხმელეთის ერთ-ერთი უსწრაფესი არსებები არიან.ჩვენს ნუსხასი მას მეორე ადგილი უკავია,რადგან საათში 100 კილომეტრი-სისწრაფის განვითარება შეუძლია.აღნიშნული სისწრაფე კი,დიდ დახმარებას უწევს თავს მტაცებლებისაგან თავის დაღწევაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ანტილოპებს აღნიშნული სისწრაფის რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნება შეუძლია,რაც მას განასხვავებს სხვა უამრავი სახეობის სწრაფი ცხოველისაგან.ისინი გავრცელებული არიან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტებზე,გარდა ანტარქტიდისა. (ავტორი გენია.ჯი)

გნუ - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების რიგია ძროხისებრთა ოჯახისა.გავრცელებული არიან აფრიკის კონტინენტზე.მათი სხეულის წონა 150-200 კილოგრამია.მიუხედავად ასეთი დიდი მასისა,იგი ანვითარებს 80 კილომეტრ-საათ სისწრაფეს.აღსანიშნავია,რომ გნუს სეუსვენებლად ძალუძს 55 კილომეტრ-სისწრაფით გადაადგილდეს 30 წუთის განმავლობაში.ცოცხლობენ 20 წლამდე.როგორც მეცნიერები ირწმუნებიან,ისინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები გახლავან ეკოსისტემისა,რადგან ძალიან კარგად ანაყოფიერებენ ნიადაგს. (ავტორი გენია.ჯი)

4. ლომი - წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს მტაცებელ ძუძუმწოვარს კატისებრთა ოჯახისა.მათი გავრცელების არეალი,ადრეულ ეპოქებში უფრო ფართო იყო,ვიდრე დღევანდელობაშია.ბინადრობდნენ აფრიკის,ახლო აღმოსავლეთის,ევროპის,აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე.თუმცა სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში,გავრცელებული არიან ძირითადად აფრიკის სავანებში. (ავტორი გენია.ჯი) “ცხოველთა მეფედ”  წოდებული – ლომი,მიუხედავად დიდი მასისა (იწონიან 250 კილოგრამამდე),გამოირჩევიან დიდი სისწრაფით.მათ ძალუძთ,მაქსიმუმ 80 კილომეტრი-საათის სისწრაფის განვითარება.თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ ისინი აღნიშნულ სისწრაფეს ძალიან იშვიათად იყენებენ.

5. ტომსონის გაზელი - წარმოადგენს ძუძუმწოვარა კლასის ცხოველს,ქორდიანისებრთა რიგისა.აღნიშნული,უცნაური სახელწოდება ამ ცხოველმა მიიღო,დიდი შოტლანდიელი აფრიკის კონტინენტის მკვლევარის – ჯოზეფ ტომსონის (1858-1895 წლები) საპატივცემულოდ.მათი წონა 28-30 კილოგრამამდეა.გავრცელებული არიან აფრიკის კონტინენტზე.კერძოდ სამხრეთ სუდანში.მათ ძალუძთ განვითარეონ 80 კილომეტრ-საათი სისწრაფე,რაც მას დიდ დახმარებას უწევს,თავი დაიხსნას ისეთი სწრაფი მტაცებელისაგან,როგორიცაა ჩვენი ცხრილის სათავეში მდგომი – გეპარდი.ტომსონის გაზელს შეუძლია აღნიშნული  სისწრაფე საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნოს. (ავტორი გენია.ჯი)

6. ცხენი - ოთხ ფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარა ცხოველია ცხენისებრთა ოჯახისა.იგი ყველაზე ნაცნობი და სწრაფი მოშინაურებული ცხოველია მსოფლიოში.გავრცელებული არიან დედამიწის ყველა კონტინენტზე,გარდა ანტარქტიდისა.მათ ძალუძთ,დაახლოებით 77 კილომეტრ სისწრაფის საათში განვითარება,რაც ჩვენს ცხრილში მეექვსე ადგილზე აყენებს.დიდი სისწრაფის შენარჩუნება ძალუძს ხანგრძლივი დროით.

7. ლოსი - წარმოადგენს ყველაზე დიდ და მასიურ წყვილჩლიქოსან ცხოველს ირმისებრთა ოჯახისა.გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში,აზიასა და ევროპის ტყის ზონებში.მათი წონა ხშირ შემთხვევებში 360 ან შესაძლოა 600 კილოგრამსაც კი აღწევდეს.მიუხედავად მისი დიდი ფიზიკური ზომებისა,მას შეუძლია 72 კილომეტრ-საათის მქონე სისწრაფის განვითარება. (ავტორი გენია.ჯი)

8. აფრიკული გარეული ძაღლი - (სამეცნიერო სახელწოდება – “გიენისებრი ძაღლი”)გახლავთ ძუძუმწოვარა მტაცებელი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა,რომელიც გავრცელებულია მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე.მას აფრიკაში მოიხსენიებენ,მეორე სახელწოდებითაც – “აფრიკული მონადირე ძაღლი”.იგი საკმაოდ სწრაფი ცხოველია და ძალუძს 70 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარებას,რაც მას დიდად ხელს უწყობს,პატარა ზომის ცხოველებზე ნადირობაში.დიდი სისწრაფის შენარჩუნება,მას დიდ დისტანციაზე შეუძლია.

9. კოიოტი - წარმოადგენს მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს ძაღლისებრთა ოჯახისა.ისინი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე.სულ ბუნებაში კოიოტების 19 ქვესახეობაა გავრცელებული.მათი წონა 32 კილოგრამიდან 62 კილოგრამამდე მერყეობს.კოიოტებს შეუძლია 65 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება.მის უსაყვარლეს საკვებად კურდღელი მიიჩნევა და ეს სისწრაფე მასზე ნადირობაში დიდ დახმარებას უწევს.გარდა ამისა,ცნობილია,რომ ძალიან კარგი ცურვით გამოირჩევა და თევზსაც კი იჭერს.

10. ნაცრისფელი მელა - გახლავთ ძუძუმწოვარა მტაცებელი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა.გავრცელებული არიან კანადის ჩრდილოეთში.მათ 65 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეუძლიათ და ცნობილები არიან,როგორც კურდღლებზე კარგი მონადირე ცხოველები. (ავტორი გენია.ჯი)