ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “სიყვარულის სევდიანი ლეგენდა”
დიდი ფრანგი მწერალი და მფრინავი - ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944 წლები) – გახლდათ ავტორი – “სიყვარულის დეკლარაციად” შერაცხული,ყველაზე ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებისა – “პატარა პრინცის”.მასვე ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა:
“სიყვარული არ ნიშნავს ერთმანეთის ყურებას,სიყვარული ეს არის ვიყუროთ ერთი მიმართულებით”.
მიუხედავად იმისა რომ ეგზიუპერსა და მის მეუღლეს კონსუელოს,ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ,ისინი მაინც სხვადასხვა მხარეს “იცქირებოდნენ”… განსაკუთრებულ სიყვარულს მეუღლის მიმართ ანტუანი გამოხატავდა. (ავტორი გენია.ჯი) მწერალი მოგვიანებით მეუღლის მიმართ წერდა: “კონსუელო რომ მიწისძვრა იყოს,მე მას აუცილებლად თორმეტ ბალს მივანიჭებდიო”.კონსუელო სანამ ეგზიუპერს შეხვდებოდა,ორჯერ იყო დაქორწინებული.პირველმა მისმა მეუღლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მისი მეორე მეუღლე,ცნობილი გვატემალელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი – ენრიკო გომეს კარილო იყო,რომელიც ქორწინებიდან მალე აღესრულა.ეგზიუპერის მეუღლის ხასიათიდან გამომდინარე,მას მწერლის მეგობრები – “ვულკან კონსუელოსაც” კი ეძახდნენ.ეს გახლდათ ქალი,რომელსაც შეეძლო მეუღლის მოთმინებიდან გამოყვანა ისეთი თემებით,რომელიც უზომოდ შეყვარებულ ეგზიუპერს მორალურად და ფსიქოლოგიურად ანადგურებდა.არაფერ წმინდას იგი არ დაგიდევდათ: არ ერიდებოდა დებოშებს,ინტრიგებსა და მსუბუქ ყოფაქცევას.აღნიშნული საქციელების შედეგად კი,წყობილებიდან გამოჰყავდა ეგზიუპერი.დეპრესიაში მყოფ ანტუანს,ჰემინგუეი არწმუნებდა: “ეს ყველაფერი ქალური ხრიკებია,რომელიც ჩვენ გვართმევს თავდაჯერებასა და თვითრწმენასო”, – თუმცა იგი ამას არად დაგიდევდათ და კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ვარდებოდა.მათი თანაცხოვრება სკანდალებით დატვირთული იყო.ფაქტიურად,ქალმა ეგზიუპერი მორალურად სრულიად გატეხა (ისევე როგორც წინა ორი ქორწინების შემთხვევაში მყოფი მეუღლეები). (ავტორი გენია.ჯი) მალევე ანტუანი ავად გახდა.წაიყვანეს ექიმებთან თუმცა ვერ გაიგეს თუ რა იყო მისი ავადმყოფობის მიზეზი.ფსიქიატრები მის დაავადებას – “სიცოცხლისაგან თავმობეზრებას” უწოდებდნენ.სულიერად განადგურებულმა და თავმობეზრებულმა ანტონმა გადაწყვიტა დაცილებოდა მას,თუმცა ვერ შეძლო,თავისი დიდი სიყვარულის გამო ამ ქალისადმი.მისთვის ცნობილი იყო რომ კონსუელო – სალვადორ დალისა და მარქს ერნსტთან ღალატობდა.იგი არ ერიდებოდა არც სმას და არც ნარკოტიკების მიღებას.ყოფილა შემთხვევები,როდესაც ეგზიუპერს ღამ-ღამობით უძებნია ქუჩა-ქუჩა კონსუელო.მაშინ,როცა ეგზიუპერს ეუბნებოდნენ ამ ქალის მიერ ჩადენილი საქციელების შესახებ,იგი მათ პასუხობდა:
“დილის ვარსკვლავი სიმართლეს ლაპარაკობს,მე იგი მიყვარს!”
ანტუანს შეეძლო კონსუელოსთან ცხოვრება და არ შეეძლო მის გარეშე ყოფნა.მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო,სადაც ეგზიუპერი სამხედრო პილოტად მსახურობდა.მას ბედნიერების დაუფლება არ ეწერა.1944 წლის 31 ივლისს,მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.რაც ყველაზე საინტერესოა ამ ისტორიაში,არის ის რომ ეგზიუპერის გაუჩინარების შემდეგ,კონსუელოს ხედავდნენ ხშირად მლოცველს,რომელიც ანტონის დაბრუნებას შესთხოვდა ღმერთს.მან თავდაპირველად არ იცოდა რომ იგი დაღუპული იყო.მეგობრებში კი ხშირად ამბობდა:
“ღმერთო,გემუდარები დაიცვი და დაიფარე ჩემი მეუღლე.ჩემთვის ჯოჯოხეთური იქნება დედამიწაზე ყოფნა მის გარეშე”.
ასე უკვალოდ დაიკარგა “ადამიანთა პლანეტიდან” რომანტიკოსი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი.დარჩა მხოლოდ მის მიერ დაწერილი ულამაზესი ნაწარმოები – “პატარა პრინცი” და გაჩნდა ქვეყანაზე კიდევ ერთი სევდიანი ლეგენდა.ის არ მომკვდარა,იგი მსგავსად პრინცისა გაფრინდა თავის ვარსკვლავზე. (ავტორი გენია.ჯი)