ბაჩუკი ჩაბრაძე – “აპოკალიფსი”

სისხლის ტალახში ვიღაცა იცდის

და შორს სურვილი შეუბედია,

ცრემლიც მეტია ადამის ძისთვის,

მაღალ ცისაკენ ლტოლვაც ბედია!

***

მე მივდივარ და ვამბობ,რომ ავალ

(გავიმეორებ თუ კი შევდექი):

წარსულს ვიგონებ როგორც მომავალს

და წარსულივით მახსოვს შედეგი.