კუაუტემოკი

კუაუტემოკი - დაიბადა,ერთი ვერსიით 1495 წელს,ხოლო მეორე ვერსიით1502 წელს.იგი გხლდათ აცტეკთა იმპერიის უკანასკნელი ტლაოტანი 1521-1525 წლებში,აკამაპიტჩლის დინასტიიდან.გარდა ამისა,წარმოადგენდა ტენოჩტიტლანის რიგით მე-9 მბრძანებლის მონტესუმა II-ეს ძმისშვილს,რომელსაც მოიხსენიებდნენ,სახელით – ბატონი დამავალი არწივი.აღსანიშნავია,რომ კუაუტემოკი მიიჩნევა ტანამედროვე მექსიკის დედაქალაქის – მეხიკოს ერთ-ერთ დამაარსებლად.მისი ადრეული ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი არაფერია.ტახტი დაიკავა აცტეკთა იმპერიის მეათე ტლაოტანის – კუიტლაუაკას გარდაცვალების შემდეგ,რომელიც თავის მხრივ ჩუტყვავილას შედეგად აღესრულა.დაქორწინებული იყო მონტესუმა II-ეს ქალიშვილზე – ტეჩუიშლოზე.1520 წლის ბოლოს დაიწყო მზადება ტენოჩტიტლანის დაცვის ოპერაციისა,ესპანელთაგან.მიუხედავად ძლიერი თავდაცვითი სტრატეგიისა,80 დღიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად ტენოჩტიტლანი მაინც დაეცა.ქალაქი,საყოველთაოდ ცნობილმა ესპანელმა კონკისკადორმა – კორტესმა,150,000 ინდიელ მოკავშირესთან ერთად აიღო. (ავტორი გენია.ჯი) კუაუტემოკი ტყვედ იქნა აყვანილი გონსალო დე სანდოვალიას მიერ,რის შემდეგაც წარდგენილ იქნა კორტესის წინაშე.აღნიშნული ისტორია თავად კორტესმა აღწერა კარლ V-ის მიმართ მიწერილ წერილში.თავდაპირველად კორტესს მისი გამოყენება სურდა თავისი ძალაუფლების ლეგალიზებისათვის,რის გამოც მისი სიკვდილით დასჯისაგან თავი შეიკავა.ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით კუაუტემოკს კორტესი,როგორც თანაბარუფლებიან პირს ისეც კი ექცეოდა.ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ კორტესს სურდა და მოითხოვდა მისგან,მონტესუმას გადამალული განძის ადგილსამყოფელის ჩვენებას.თუმცა კუაუტემოკმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.მის უარს,1524 წელს ესპანელებთან ურთიერთობის დაზაბვა მოჰყვა.მიუხედავად ამისა,კორტესმა იგი 1524 წელს,მაინც თან იახლა ჰონდურასში,კრისტობალ დე ოლიდას წინააღმდეგ საბრძოლველად.აღნიშნული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ კუაუტემოკს კორტესმა ბრალი დასდო მის წინააღმდეგ შეთქმულებაში.სასამართლომ აცტეკთა იმპერიის უკანასკნელ ტლაოტანს სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა) გამოუტანა განაჩენად.მიუხედავად იმისა,რომ იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო ქრისტიანად მონათლულიყო,კუაუტემოკმა ქრისტიანული რელიგია მაინც მიიღო,სწორედ მისი სიკვდილით დასჯის დღეს 1525 წლის 28 თებერვალს.მექსიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,მისი სახელი მექსიკელთათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.მასზე დაიწერა მრავალი ნაწარმოებები.მოგვიანებით კი,მისი სახელი ეწოდა წეღ-წეღ მექსიკურ ქალაქსა და პუებლას საფეხბურთო კლუბის სტადიონს. (ავტორი გენია.ჯი)