დიოგენე სინოპელი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გენიალურმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა - დიოგენე სინოპელმა (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),გადაწყვიტა დასწრებოდა გამოჩენილი ძველბერძენი რიტორიკოსისა და ისტორიკოსის – ანაქსიმენე ლამპაკსკოელის (ძვ.წ.აღ-ით 380320 წლები) ლექციას.მას შემდეგ,რაც უცნაური საქციელებით სახელგანთქმული დიოგენე ლექციაზე,ბოლო რიგში მოკალათდა,ტომრიდან ამოიღო თევზი და თავს ზემოთ აღმართა.აღნიშნულმა საქციელმა,ლექციის მსმენელთა ყურადღება მიიქცია,რასაც საბოლოოდ ლამპასკოელის ლექციის ჩაშლა მოჰყვა.დიოგენეს საქციელმა ანაქსიმენე ლამპაკსკომელის გულისწყრომა გამოიწვია და გაღიზიანებულმა,დიოგენეს მიმართა:
- დიოგენე,რატომ ჩამიშალე ლექცია!
რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
- რად გიღირს ანაქსიმენე ისეთი ლექცია,სადაც მკვდარ თევზსაც კი შეუძლია შენი მსჯელობის დარღვევა?!