“პანაზიატიზმი”
“პანაზიატიზმი” - (ასევე მოიხსენიებენ,როგორც – აზიატიზმი),ინგლისურ ენაზე “Pan-Asianism”,წარმოადგენდა იდეურ-პოლიტიკურ მიმდინარეობას,რომლის მიხედვითაც აზიელი ერების ჰეგემონია,ინტერგრაცია და გაერთიანება უნდა განხორციელებულიყო.აღნიშნული იდეა,წარმოშობილ იქნა იაპონიაში,ამ ქვეყნის რიგით 124-ე იმპერატორის – ჰიტოჰიტოს (1901-1989 წლები) მმართველობისას. (ავტორი გენია.ჯი) მეტ-ნაკლები წარმატება აღნიშნული იდეისა,განხორციელებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.”იაპონური პროპაგანდა” – დიადი აღმოსავლეთაზიური ურთიერთაღორძინების აყვავებისა,ზემოთ აღნიშნულ პერიოდში,გავრცელებულ იქნა იმ აზიურ ტერიტორიებზე,რომლებიც ოკუპირებულ იყო იაპონური არმიების მიერ.იმისათვის,რომ იდეას “პანაზიატიზმისა” ფართო და ეფექტური სახე მიეღო,თავის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩამოაყალიბა დე-იურედ,რიგი დამოუკიდებელი სახელმწიფოები – აზად ჰინდი,ბირმა,მანჩჟოუ-გო და სხვა.”პანაზიატიზმის” უმთავრეს ლოზუნგს კი წარმოადგენდა: “აზია,აზიელებისთვის” და ერთგვარად მოუწოდებდა აზიელ ხალხს ინგლისური და ამერიკული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
მოგვიანებით ისტორიკოსებმა “პანაზიატიზმი” ასეთი სახით შეაფასეს:
“პანაზიატიზმი გახლდათ იაპონური იმპერიალიზმის პოლიტიკა,რომელიც “ქადაგებდა” – აზიას აზიელებისათვის,იმიტომ,რომ გაემართლებინათ საკუთარი წარმოებული ომები აზიის ტერიტორიებზე”. (ავტორი გენია.ჯი)