გიორგი I
გიორგი I – დაიბადა 998 წელს (სხვა მონაცემებით1002 წელს) საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში – ქუთაისში.იგი წარმოადგენდა გაერთიანებული საქართველოს,პირველი დიდი მეფის ბაგრატ III-ის ძეს.ეს ის პერიოდია როდესაც საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკურ მიზანი გახლდათ ქვეყნის პოზიციების განმტკიცება კავკასიაში და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე.ამ მიზნის ასრულებაში,ნომერ პირველ ხელის შემშლელ გარემოებად ბიზანტიის იმპერია რჩებოდა,რომელსაც თავისი ხედვები და პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა.ბიზანტიას სურდა ფეხი მყარად მოეკიდებინა საქართველოში (როგორც ერთ-ერთი,უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული თვალსაზრისით,კავკასიასა და აზიის გზაგასაყარზე) თავიანთი შორს მიმავალი გეგმების ასრულებისათვის,რადგან საქართველოს დამორჩილების შემთხვევაში,ისინი სომხეთზეც უპრობლემოდ გადიოდნენ.ამიტომ,ასეთ პოლიტიკური მდგომარეობით ისარგებლეს,მცირეწლოვანი გიორგი I-ის გამეფებისთანავე 1014 წელს,დიდგვაროვანმა აზნაურებმა,რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისა და აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს.რის შედეგადაც ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. (ავტორი გენია.ჯი) ამავე პერიოდში იგი ქორწინდება ვასპურაკანის მეფის – სერაქენიმ არწუნის ქალიშვილზე – მარიამზე (მისი სახე ასახულია “ხახულის ხატზე”).მეფე გიორგის პირველი მეუღლე აქტიურად იყო ჩრათული ქვეყნის მართვის პროცესში.მათ თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი (ბაგრატ IV) და სამი ქალიშვილი (გურანდუხტი,კატაი და მართა) შეეძინათ.მოგვიანებით,გიორგი მეფე დაქორწინდა ოსთა მეფის ქალიშვილზე – ალდე დედოფალზე,რომეთან თანაცხოვრებაში შეეძინა ვაჟი – დემეტრე უფლისწული.დემეტრეს გარდაცვალების შემდგომ,ალდე დედოფალი შვილიშვილთან ერთად ოსეთში გადასახლდა.სამეფო კარმა,რომელიც ფაქტიურად ორი ფრონტის წინაშე აღმოჩნდა,მიიღო გადაწყვეტილება,რომ პირველ რიგში ბიზანტიის ექსპანსია შეეჩერებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო გზების ძიება ჰერეთ-კახეთის,ერთიან საქართველოში დასაბრუნებლად.გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-1016 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა,გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა.1019 წელს ბასილი II-ემ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.რასაც ქართველი მეფის უარის სეთვლა მოჰყვა,ამიტომ 1021 წელს ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა.ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ – შირიმნის ბრძოლასა და კიდევ რამდენიმე ბრძოლაში,ეს ფაქტიურად საქართველოსა და ბიზანტიის ომი გახლდათ 1021-1023 წლებში. გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო,სადაც მაშველი ჯარი დახვდა.კეისარი მოერიდა ომს,დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა.გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად.
ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით.გიორგი I-მა ამით ისარგებლა,კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა.აჯანყებულთა მარცხმა,წინ წამოწია კიდევ ერთი თემა,სადაც ცნობილი გახდა,ამ აჯანყებაში ქართველთა მონაწილეობაც. (ავტორი გენია.ჯი) კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა.საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება,თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასწრო ომის დაწყება.თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები მაინც დამარცხდნენ.1022-1223 წლებში გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინეპოლში.საქართველომ დაკარგა ეგრეთ-წოდებული დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა.გიორგი I ცდილობდა როგორმე კოალიცია ჩამოეყალიბებია ბიზანტიელთა წინააღმდეგ,რის გამოც მოლაპარაკებები გამართა – ანისის მეფე – იოვანე სუმბატთან და ეგვიპტის ხალიფა ალ ჰაქიმთან,თუმცა კოალიციის შექმნა საბოლოოდ მაინც არ შესდგა.როგორც ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 წელს გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ,რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.მიუხედავად ქართველთა ასეთი რთული ყოფიერებითა და დღედაღამ ბრძოლისა,გიორგი მეფის სახელს,უკავშირდება უდიდესი სიწმინდის ძეგლის – “სვეტიცხოვლის” აგება 1010-1029 წლებში,ქართლის კათალიკოს მელქისედეკთან ერთად.ასევე გიორგი მეფემ მიუხედავად იმისა,რომ ვერ შემოიერთა ჰერეთ-კახეთი,მაინც მოახერხა და შეძლო შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევა.1027 წლის 16 აგვისტოს მეფე გიორგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა თრიალეთში,რის შემდეგაც და ცხედარი გადასვენებულ და დაკრძალულ იქნა ქუთაისში მდებარე ბაგრატის დიდებულ ტაძარში. (ავტორი გენია.ჯი)