გალაკტიონ ტაბიძე – “მე კავკასიის ქედები მთხოვენ”

მე კავკასიის ქედები მთხოვენ,

მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს,

აგუგუნება კაეშაურის.

***

მე მშობლიური არაგვი მირჩევს,

წინასწარ ვიგრძნო,ვიცოდე მარად,

ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს,

ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად.

***

იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო,

უნდა ავღმართო წყებათა-წყება,

ვით აღიმართა შენთან,ძაუგო,

გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!