“ვულკანი პარიკუტინი”
“ვულკანი პარიკუტინი” - გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი მსოფლიოში.იგი მდებარეობს მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მიჩოაკანის შტატში.განლაგებულია ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში.აქვე აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ვულკანური სარტყელი ერთ-ერთი უდიდესი ვულკანური სარტყელია დედამიწაზე.”პარიკუტინის ვულკანი” ზღვის დონიდან 3 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.პარიკუტინი პირველად 1943 წლის 20 თებერვალს 22:00 საათზე ამოიფრქვა,მიჩოაკანის შტატში მდებარე სოფელ პარიკუტინთან,საიდანაც მომდინარეობს კიდეც მისი სახელი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სანამ იგი ამოიფრქვეოდა,5 თებერვლიდან ადგილობრივი მოსახლეობა გრძნობდა მიწის საოცარ ხმებს,რაც ერთგვარი წინაპირობა გახლდა ვულკანის ამოფრქვევისა.ვულკანის გააქტიუების შემდეგ,7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით,პარიკუტინიდან 400 კილომეტრის რადიუსში 10-ჯერ დაფიქსირდა მიწისძვრა.ხოლო თავად სოფელ პარიკუტინსა და მის ახლოს მდებარე სოფელში სან-ხუან-პანარგატიკოში,მარტო 19 თებერვალს 300 მიწისქვეშა ბიძგი განხორციელდა.ჩამოყალიბეიდან ერთი წლის მანძილზე ვულკანი მასიურად ფართოვდებოდა და მან სრულიად დაფარა დიონისიოს ველი.აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ,პარიკუტინის ვულკანი ცხრა წლის მანძილზე ამოიფრქვეოდა შეუჩერებლივ (1943 წლიდან 1952 წლის 9 მარტის ჩათვლით).მისმა ლავამ საერთო ჯამში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მოიცვა,რის გამოც მის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა,იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები (სულ ვულკანის სიახლოვეს მაცხოვრებელი 4 000 ადამიანმა დატოვა თავიანთი კერა).მიუხედავად დიდი საფრთხისა,ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებისგანან,მიწის ნაკვთი შეისყიდა დიდმა მექსიკელმა მხატვარმა და მკვლევარმა – ხერალდო მურილიომ (1875-1964 წ;ები),რომელმაც ყველაზე სრულფასოვნად შეისწავლა “პარიკუტინის ვულკანი” და აღნიშნული ვულკანის შესახებ 1 100 სურათიც დახატა.დღესდღეობით ვულკანი მიძინებულია,თუმცა მისი ამოფრქვევა,ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. (ავტორი გენია.ჯი)