იცით თუ არა,რომ

1. მარგოტ ჰონეკერი გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1963-1989 წლები) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გენსეკის – ჰენრიხ ჰონეკერის მეუღლე.გერმანიის გაერთიანების შემდგომ,მან ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ამ საკითხის შესახებ განაცხადა: “გერმანიის გაერთიანებაზე დიდი ტრაგედია მსოფლიოს არ ახსოვს,რადგან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა განადგურდა და აღარ არსებობს”.

2. ევროპიდან ამერიკაში ბეღურების პირველი პარტია შეიყვანეს 1850 წელს.ამ ფაქტით იმდენად გაიხარეს ამერიკელებმა,რომ,ისინი უნორმოთ გამოკვებეს,რის შედეგადაც პირველი პარტიიდან შეყვანილი არც ერთი ბეღურა ცოცხალი არ გადარჩენილა.

3. ცნობილი ფაქტია რომ გედები ერთმანეთს ისევე ცნობენ სახეზე ერთმანეთს,როგორც ადამიანები.მხოლოდ იმ განსხვავებით რომ,გედები ადამიანებისაგან განსხვავებით ერთმანეთს არასოდეს ღალატობენ და სიკვდილამდე თანაცხოვრობენ. (ავტორი გენია.ჯი)

4. სულ ბუნებაში,მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტის – კოლიბრის 321 სახეობაა გავრცელებული.მათ შორის ყველაზე დიდი გახლავთ – გიგანტური კოლიბრი,რომლის ზომა და წონა,მერცხლის ზომასა და წონას არაფრით აღემატება.

5. ამერიკის შეერთებული შტატების “ეროვნული დროშის” დღე 14 ივნის აღინიშნება.ოფიციალურად ამ დღის აღნიშვნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჰარი ტრუმენის მიერ იქნა შემოღებული კანონით 1949 წლის 3აგვისტოს.

6. იაპონიაში არსებობს სპეციალური სააგენტო,რომელიც საზეიმოდ ასრულებს ცოლ-ქმრის განქორწინების ცერემონიალს და ამავე დროს სააგენტო ხელს უწყობს ამ ფაქტით დეპრესიაში მყოფი კლიენტების,საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადაპტირებას.აღსანიშნავია,რომ ისინი კლიენტების ნაკლებობას არ უჩივიან,მაშინ,როდესაც ადრეულ წლებში ტრადიციების ერთგულებით ცნობილ იაპონიაში ოჯახის დანგრევა უდიდეს ცოდვად ითვლებოდა.დღეს კი ამ მხრივ ყველაფერი სხვაგვარადაა.

7. ისტორიაში ყველაზე დიდი არქიტექტურული მაკეტი შეიქმნა ჩინეთში.აღნიშნულ მაკეტში წარმოდგენილია თუ როგორი უნდა იყოს ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი – შანხაი 2020 წლისათვის.მსოფლიოს უდიდესი მაკეტი 300 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და იგი განთავსებულია შანხაის ეროვნულ მუზეუმში.

8. ცნობილი ამერიკული სანთებელა – Zippo,შექმნა ამერიკელმა მეწარმემ ჯორჯ გრანტ ბლეისდელმა 1932 წელს.თავდაპირველად მისი ფასი 1 დოლარი და 99 ცენტი იყო.

9. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,წითელარმიელთა რიგებში მსახურობდა წარმომავლობით  ებრაელი მეტყვიამფრქვევე – სემიონ კონსტანტინეს ძე ჰიტლერი,რომელმაც თავი გამოიჩინა ბრძოლებში მამაცობითა და პროფესიონალიზმით.იგი წარდგენილ იქნა ჯილდოზე – საბრძოლო მამაცობისათვის.დაჯილდოების დროს მას გვარი შეუცვალეს და ჯილდო გადასცეს არა როგორც სემიონ კონსტანტინეს ძე ჰიტლერს,არამედ,როგორც - სემიონ კონსტანტინეს ძე ჰიტლევს. (ავტორი გენია.ჯი)

10. ყველასათვის ცნობილ ფილმში – “გლადიატორში” (რომელიც გადაღებულ იქნა 2000 წელს,დიდებული რეჟისორის რიდლი კოტის მიერ),დაშვებული არის ერთი მნიშვნელოვანი კაზუსი.კერძოდ,როგორც ფილმშია ნაჩვენები,ფილმის მთავარი გმირი მაქსიმუსი რომის ჯარების გენერალია.აღსანიშნავია რომ იმ პერიოდში რომაულ ჯარში გენერლის წოდება არ არსებობდა.ასეთი წოდება იმ დროინდელ რომაულ ლეგიონებში გახლდათ – “ლეგატი”.