“რომის 1000 წლის იუბილის აღნიშვნა”

რომის იმპერატორმა 244-249 წლებში – მარკუს იულიუს ფილიპუსმა (რომელიც ისტორიას შემორჩა,როგორც – ფილიპე არაბი) გადაწყვიტა გრანდიოზულად აღენიშნა რომის დაარსების ათასი წლის იუბილე.მიუხედავად იმისა,რომ რომი დაარსდა ძვ.წ.აღ-ით 753 წლის 21 აპრილს და შესაბამისად არ იყო გასული სრული 1000 წელიწადი მისი დაარსებიდან,იმპერატორის სურვილს წინ ვერაფერი აღუდგა.მისივე გადაწყვეტილებით აღნიშნული ღონისძიება 248 წლის 6 აპრილს დაიწყო და იგი სამ დღეს გაგრძელდა. (ავტორი გენია.ჯი) რომაელი ისტორიკოსებისთვის დღესაც ბურუსით არის მოცული,თუ რატომ ჩაატარა იმპერატორმა რომის დაარსების 1000 წლის იუბილე მაშინ,როდესაც ეს თარიღი ჯერ დამდგარი არ იყო.ამ მოვლენას ფილიპე არაბმა მიუძღვნა სპეციალური მონეტების სერიის გამოცემა,რომელსაც სახელად – SAECVLARES AVGG” ეწოდა.ისტორიკოსთა მონაცემებისვე თანახმად,”მარადიული ქალაქის” – რომის ისტორიას არ ახსოვს ისეთი სისხლიანი აღნიშვნა საკუთარი იუბილისა,როგორც ეს ფილიპე არაბის მიერ იქნა აღნიშნული.როგორც ზემოთ მოგახსენეთ,ღონისძიებები სამი დღის მანძილზე გრძელდებოდა,რა დროსაც კოლიზეუმში გლადიატორთა ბრძოლებს (როგორც ერთმანეთში,ასევე ცხოველებთან) ორი ათასი გლადიატორი შეეწირა.გარდა გლადიატორებისა,რომის უდიდეს კოლიზეუმში ასევე დაიხოცა სხვადასხვა ათეულობით ცხოველი – 60 ლომი,40 ცხენი,32 სპილო,30 ლეოპარდი,10 ვეფხვი,10 აფთარი,10 ზებრა,10 ჟირაფი და 6 ბეჰემოტი.აღნიშნულ ღონისძიებას მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები,მათ შორის ეს მოვლენა ასახულ იქნა დიდი ბერძნული წარმომავლობის მქონე რომაელი ისტორიკოსის – გაიუს ასინიუს კვარდატუსის შესანიშნავი ნაშრომი – “ათასი წლის ისტორია”(ავტორი გენია.ჯი)