სალამანკას უნივერსიტეტი
სალამანკას უნივერსიტეტი - ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ესპანეთში (მეორე პალენსიის უნივერსიტეტის შემდეგ,რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს).იგი სიძველის მხრივ ევროპაში – ბოლონიის,ოქსფორდისა და სობრონის უნივერსიტეტების ოთხეულში შედის.იგი მდებარეობს კასტილიისა და ლეონის ავტონომიური ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სალამანკაში.აღსანიშნავია რომ სალამანკას უნივერსიტეტი,პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ,რომელსაც უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.ეს სტატუსი მას ესპანეთის მეფე ალფონსო X-ემ მიანიჭა 1254 წელს.ერთი წლის შემდეგ კი,იგი,როგორც უნივერსიტეტი აღიარა რომის პაპმაც – ალექსანდრე IV-მ.თავდაპირველად,როგორც სხვა ძველი უნივერსიტეტების შემთხვევაში,ისიც სკოლა გახლდათ.აღნიშნული სკოლის შესახებ პირველი ცნობები 1130 წლიდან მოიპოვება. (ავტორი გენია.ჯი) ალფონსო X-ემ სკოლას მიანიჭა ზოგადი სკოლის სტატუსი,რაც უნივერსიტეტის დაფუძნების საწყისი ნაბიჯი გახლდათ.მეფეს სურდა რომ მის მემკვიდრეებს განათლება სწორედ ამ უდიდეს ცოდნის ტაძარში მიეღოთ.მოგვიანებით კი,როგორც ზემოთ ავღნიშნე,მანვე მას უნივერსიტეტის სტატუსი მიანიჭა.მასში ფუნქციონირებდა სამოქალაქო სამართლის,მედიცინის,ლოგიკის,გრამატიკის,მუსიკისა და რელიგიური სამართლის ფაკულტეტები.ის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლდათ,რომელმაც საკუთარი ბიბლიოთეკა შექმნა.თუმცა,ამ უნიკალურ განათლების ცენტრში,სწავლა მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის მქონეთა შვილებს შეეძლოთ. XV საუკუნეში ტოლედოს არქიეპისკოპოსმა,უნივერსიტეტში ღარიბი ფენის მიღებაც გადაწყვიტა.მანვე შექმნა სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლები,რომლებშიც სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ღარიბი სტუდენტები ცხოვრობდნენ.1852 წლამდე აღნიშნულ უნივერსიტეტში ისწავლებოდა საღვთო რელიგიური საგნები,თუმცა 1852 წლის 21 მაისიდან საღვთო ფაკულტეტი გაუქმებულ იქნა.მიუხედავად ამისა 1940 წლიდან რომის პაპმა პიუს XII-ემ აღადგინა უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტი,რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.თანამედროვე სალამანკას უნივერსიტეტში 30 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.მისი კურსდამთავრებული კი არიან ისეთი გენიოსები,როგორებიცაა – მიგელ დე უნამუნო,ადოლფო სუარესი,ფერნანდო დე როხასი,მატეო ალემანი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)