“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. არაფერი მხოლოდ მიცვალებულებს არა აქვთ, ცოცხლებს – სიცოცხლე მაინც აქვთ.

* * *

2. სრულყოფილებისათვის რბოლაში – ფინიში არ არსებობს.

* * *

3. გზის ცოდნა და გავლა ამ გზაზე – სხვადასხვა ცნებებია.

* * *

4. ყოველთვის სახით მზისაკენ უნდა იდგე, რომ მზის სხივები სახეს გინათებდეს.

* * *

5. როგორც კი წარმატების კარების გასაღებს ვპოულობ, ვიღაც ამ კარების საკეტს ყოველთვის ცვლის. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. სიკვდილი, ეს ის ძველი ვალია, რომლის გადახდაც ადამიანს ადრე თუ გვიან მაინც უწევს.

* * *

7. ცხოველთა შორის მხოლოდ ადამიანს შეუძლია გაღიმება, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ნაკლები საბაბი აქვს ამისა.

* * *

8. ბედნიერების მაძებარი ადამიანი ჰგავს იმ მთვრალ ადამიანს, რომელიც სახლს ვერ აგნებს, თუმცა იცის რომ მას სახლი აქვს.

* * *

9. სუსტი არასოდეს გაპატიებს. პატიება მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. გამარჯვებულს არასოდეს ეკითხებიან, მართალს ლაპარაკობს თუ ტყუილს.